საზოგადოებრივი მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” სრულ მხარდაჭერას უცხადებს სოსო მაისურაძეს.
მორალურ ასპექტთან ერთად მიგვაჩნია, რომ სამართლებრივადაც არამართლზომიერია მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პასუხისგებაში არ არიან მიცემული ის პირები, რომლებმაც 7-8 მარტის მოვლენების დროს პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადეს, “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლეს პარლამენტის შენობას, დაარბიეს თბილისის ქუჩები და გამოიწვიეს მასობრივი არეულობა. ამ დრომდე არ დასჯილან არც ამ ქაოსის ორგანიზატორები და არც შემსრულებლები.
ხოლო, სოსო მაისურაძის მიმართ გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი ფორმა – პატიმრობა.
მზად ვართ გავუწიოთ მას იურიდიული დახმარება, ასევე დავიწყოთ გირაოს თანხის შეგროვება და ჩვენი მოძრაობის სახელით გავაკეთოთ შენატანი 2000 ლარის ოდენობით. პარალელურად ჩვენს ფეისბუქ პლატფორმაზე (https://www.facebook.com/geofirstcom) განვათავსებთ ელექტრონული ხელმოწერების ფორმას, თავდებობასთან დაკავშირებით.
სოსო მაისურაძეს თავდებში ჩაუდგებიან ის ადამიანები ვისი სათქმელიც მან გადასცა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთ-ერთ ყვლაზე დესტრუქციულ, ანტიქართველ და LGBT პროპაგანდისტ – ზურა ჯაფარიძეს. ნათქვამია განცხადებაში.