HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის
გიორგი დოლიძის ინფორმაციით წელს სასტუმროს ჯავშნების რაოდენობა
მნიშვნელოვნად გაზრდილია.
„ამ ეტაპისთვის ვიმყოფებით გარდამავალი სეზონის ეტაპზე, რაც გულისხმობს
დაბლიდან მაღალი სეზონისკენ ეტაპობრივ გადასვლას. იანვარ-თებერვალი
საშუალოდ გვქონდა 45% დატვირთულობა, ხოლო მარტში ველოდებით 55% მდე
თვის დახურვას. რაც შეეხება ზაფხულის სეზონს, მოლოდინები საკმაოდ მაღალი
გვაქვს, რის საფუძველსაც გვაძლევს წინასწარ გაკეთებული ჯავშნების მოცულობა
და რეზერვაციებზე მოთხოვნების შემოსვლა. ვფიქრობთ, 2025 წლის ზაფხული
საშუალოდ 80% ით, ხოლო მთლიანად წელი საშუალოდ 72% ით იქნება
დატვირთული“-აცხადებს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality დირექტორის და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის
თქმით, სასტუმრომ 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ფასები გაზარდა.
„ფასებთან დაკავშირებით, წელს წინა წელთან შედარებით ზოგად ჭრილში
საშუალოდ 10% ზრდა გვაქვს, ვცდილობთ მოთხოვნის ზრდისა ან კლებასთან
მიმართებით დინამიკურად დავარეგულიროთ გამოცხადებული ფასები და მივყვეთ
სეზონურ პრინციპებს. მთლიანობაში, 2024 წელთან შედარებით წელს საფასო
მაჩვენებლისა და დატვირთულობის ზრდა 8-10% მდე გვაქვს დაგეგმილი“-
განაცხადა გიორგი დოლიძემ.