fbpx

დავით ბახტაძე – საქართველოს მთავრობის მიერ მორიგი მნიშვნელოვანი და ხალხისთვის სასარგებლო პროექტი ხორციელდება

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანხლებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, ნინო დარსაველიძესთან,…

ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი, არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. “ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა იომა სამჯერ უკვე, რუსეთის ფედერაციასთან, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ დაწყებული 90-იან წლები, შემდეგ შიდა ომი, შემდეგ სამოქალაქო ომი და ათასი უბედურება გადავიტანეთ, შემდეგ აგვისტოს ომი, რამაც დამანგრეველი შედეგები მოიტანა და ოკუპაცია გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების და დღემდე ეს გრძელდება. და აი ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და ჩვენ თუ კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა და უპასუხისმგებლო საქმიანობა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, რა თქმა უნდა ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება მშვიდობა გრძელვადიანი. არანაირი მეორე ფრონტი, არანაირი ომი არ იქნება ქვეყანაში, პირიქით იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი – რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს

ირაკლი ღარიბაშვილი – რაც ხდებოდა 2012 წელს და როგორი სასამართლო ჩავიბარეთ, ჩვენ კარგად გვახსოვს; მას შემდეგ,…

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ქვეყანაში  რეალური დემოკრატიაა; თუ რამე ევროპული მოხდა, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნა, ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას

ეს თემა იმდენად დახურული და აბსურდულია, რომ მე ძალიან მიჭირს, რაღაც სერიოზული კომენტარი გავაკეთო. როგორ შეიძლება,…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონები”-ს პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მთავარი მოედნის, დუმბაძის ქუჩისა და პარკების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დაგეგმილი და განხორციელებული სამუშაოების შესახებ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდა. ჩოხატაურში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 5 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ჩატარდა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების სამუშაოები, რის შედეგადაც შენობების გათბობის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები,მოეწყო ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების განათება. „განახლებული რეგიონები“-ს 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი

ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსურდული განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო არ არის. „არ არის საინტერესო შეკითხვა, მე ნამდვილად აღარ მაინტერესებს არც ოპოზიციონერების კითხვები, არც აბსურდული რაღაც განცხადება არჩევნებთან დაკავშირებით, ყველა არჩევნები არის დასრულებული, ჩვენ გავიმარჯვეთ, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ასე რომ მანამდე გთხოვთ, მადროვოთ, ამდენი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი,“- აღნიშნა პრემიერმა.

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა

თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვისძალების ხელმძღვანელი პირები დააჯილდოვა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ წარმატებულისაქმიანობისთვის მადლობა…

პრემიერ-მინისტრმა გუთურის საჯარო სკოლა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში იმყოფებოდა, სადაც გუთურის ახლად აშენებული სკოლა დაათვალიერა. განხორციელებული…

14 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით და ღვინის კლუბის ორგანიზებით, 14 მაისს,მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს გაიმართება.…

სამტრედიაში დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში

დღეს თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე დაიწყო ტრაგიკულად დაღუპულ თედო კაკულიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი…

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვევა მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ესტუმრება სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებს. მთავრობის მეთაური, 12:15 საათზე, ლანჩხუთის ცენტრში, “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” გაიხსნა

ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022” გაიხსნა. ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი…

ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს-დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში…

პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია

პრემიერ-მინისტრმა მახათას მთაზე “ჯარის ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულიასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის…

მიხეილ სააკაშვილზე დარდს ნანუკა ჟორჟოლიანი ღამის კლუბში იქარვებს(ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკაში გადაიყვანეს და მისი მეგობარი ნანუკა ჟორჟოლიანი ღამის კლუბში ერთობა, ასეთი ფარისევლები არიან…