fbpx

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს…

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე – ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები

ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან,  ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი.…

ირაკლი კობახიძე  -ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში  მშვიდობისა და  სტაბილურობის  უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა,  მომავალშიც ამ  მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს  ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.  ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი…

ირაკლი კობახიძე – დღეისათვის აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში

ირაკლი კობახიძე  – დღეისათვის აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით  და…

ილჰამ ალიევი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის; ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით

ილჰამ ალიევი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის; ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე…

პრემიერმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის,…

ლევან დავითაშვილი – აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია, დეტალურად მიმოვიხილეთ ის პერსპექტივები, რომლებიც ახალი პროექტების კუთხით ჩნდება

აზერბაიჯანი საქართველოს ხუთეულშია სავაჭრო პარტნიორობის კუთხით, –  ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

ილია დარჩიაშვილი პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტზე – როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე დაინტერესებულიაარსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, გაძლიერდეს

ბაქოში გაიმართა პირველი შეხვედრა ორ პრემიერ-მინისტრს შორის, საუბარი შეეხო იმ არაჩვეულებრივ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც ორ სტრატეგიულ…

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს,ალი ასადოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები იყო ორი ქვეყნის…

სოფელ გლდანში, რამდენიმე ქუჩაზე ასფალტის საფარი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში – ყაზბეგის, ჩოლოყაშვილისა და თავდადებულის ქუჩებს აწესრიგებს.…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს…

დავით ქართველიშვილი: ესენი მართლა გაამთლიანებენ ქვეყანას გაიფიქრეს სააკაშვილმა, მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა და მაშინ როგორღა გავაპრავოთ უკრაინიდან სამხედრო ჯართის შესყიდვაზე ასობით გადახდილი მილიონებიო

“ასე დაიწყო აგვისტოს ტრაგედია და მასში სააკაშვილის რეჟიმის თანამონაწილეობის გამოძიების გარეშე, ქვეყნის გამთლიანებას პერსპექტივას მომავალი არ…

ეკა სეფაშვილი ოპოზიციაზე: მათ იციან, რომ გარდაუვალად წაგებული აქვთ არჩევნები და პროვოკაციების მოსაწყობად ემზადებიან

„მარტო არჩევნების შემდეგ კი არა, ოპოზიციაში უკვე მანამდე ცდილობენ პატარ-პატარა ნაღმების ჩადებას და პროვოკაციების მოწყობას, რომ…

ეკა სეფაშვილი: სააკაშვილის გათავისუფლება გლობალური ომის პარტიის ინტერესშია – თუ დაინახავენ, რომ მას არეულობის რესურსი აქვს, ზურაბიშვილს შეაწყალებინებენ

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურად გასამართლების მოთხოვნას არჩევნების შემდეგ ვაპირებდით, თუმცა ვხედავთ, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება და აღარც…