წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა! პრემიერ-მინისტრის, ბატონ…
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი
დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის დარბაზის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. „მოგესალმებით, მეუფე შიო, მეუფენო, ძვირფასო მეგობრებო, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო საზოგადოებავ, მედიის წარმომადგენლებო! მინდა ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. დღეს ჩვენ გავხსენით საქართველოს ოქროს ფონდის ქრისტიანული საგანძურის დარბაზი. დღეიდან ჩვენი თანამოქალაქეები და უცხოელი სტუმრები კვლავ იხილავენ ისეთ შედევრებს, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი. შუა საუკუნეების ქართველი ოსტატების მიერ მოწინავე ტექნოლოგიებითა და ცოდნით, უზადო გემოვნებით შექმნილი ქრისტიანული საგანძური ასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ეს შედევრები ადასტურებენ საქართველოში ქრისტიანული ხელოვნების ტრადიციების უწყვეტობასა და კავშირს ანტიკურ ტრადიციებთან. სწორედ ჩვენი ქვეყნის მჭიდრო კონტაქტებმა ანტიკურ სამყაროსთან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ადგილი ქრისტიანულ სამყაროში და ევროპული განვითარების გზა. შუა საუკუნეების საქართველოს, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ქვეყნის, ისტორია აისახა მის ხელოვნებაში, რომელიც საკაცობრიო ტენდენციებთან ერთად თვითმყოფად ეროვნულ ტრადიციებს ინარჩუნებს. საგანძურში წარმოდგენილ ხელოვნების თითოეულ ნიმუშს საკუთარი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში ისინი ეკლესია-მონასტრებში ინახებოდა, მოგვიანებით კი, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, მუზეუმებში იქნა გადატანილი. ქართველმა მეცნიერებმა კომუნისტური რეჟიმის პირობებშიც შეძლეს თავიანთი უანგარო შრომისა და, ხშირად, თავგანწირვის შედეგად ამ უნიკალური განძის, ეროვნული სიამაყის გადარჩენა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგანძურის კვლევა და დაცვა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან, როგორებიც იყვნენ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი და სხვანი. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი. მოგეხსენებათ კარგად, რომ მან 25 წლის განმავლობაში ემიგრაციის ურთულეს პირობებში უპატრონა ჩვენი ქვეყნის ამ საგანძურს. ამ უდიდესი ღვაწლის გამო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენმა დედაეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. გავიმეორებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც უკვე მოგვახსენა მუზეუმის დირექტორმა, ეძღვნება ჩვენი ძვირფასი პატრიარქის აღსაყდრებიდან 46 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. საყოველთაოდაა ცნობილი მისი უწმინდესობის განსაკუთრებული დამოკიდებულება წარსულისა და ცოდნისადმი. მე მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ოქროს ფონდის საცავების განახლებაში, მუზეუმის დირექტორს − ბატონ დავით ლორთქიფანიძეს, ბატონ ნიკას, მეუფე ვახტანგს, მამა კირიონს, ჩვენს ეკლესიას, საპატრიარქოს, ქალბატონ თეას და ყველას, მე არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ საზოგადოებას ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ქრისტიანული ხელოვნების დარბაზის გახსნას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა; საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ნიკა ახალბედაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურის საგამოფენო სივრცე დაათვალიერა, სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული საგანძური, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, მათ შორის: ტიხრული მინანქრის ხატწერის იშვიათი ნიმუშები, რიტუალური დანიშნულების საეკლესიო ნივთები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს ანჩის მაცხოვრისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატები, დავით აღმაშენებლის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ბედიის ბარძიმი, თამარის ჯვარი და ა.შ.…
შალვა პაპუაშვილი: გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა
გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდესი…
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია
დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია,…
ნანა კაკაბაძე: 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს ელოდება სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა, რადგან ოპოზიციად წოდებულმა მომავალმა რევოლუციონერებმა იციან, რომ ხალხში საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო, არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხულია
“რამდენი მეთოდიც არ უნდა დათვალონ და გამოიყენონ ხელისუფლებაში ვითომ არაძალადობრივი გზით მოსვლის მსურველებმა, როდესაც მათ ხალხის…
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული დიქტატორული რეჟიმი
11 წლის წინ რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ყოველ დღე და ყოველთ თვე…
ქალბატონ,,დალა ბულალას” წალენჯიხაშიც აღარ იწვევენ, ყველას დაავიწყდა
“ჯერ დოის კისერში წაჭერილი მარწუხების ამბავი არ მოგვინელებია, ახლა ესა!😆ქალბატონი ,,დალა ბულალა” წუხს, ზემოდან ყუფარაძემ დარეკა…
“ლელოს” განწირული ფანდი-მამუკა მდინარაძე მორიგ ფეიკზე
მორიგი ფეიკამბავი რადიკალური ოპოზიციიდან. თაღლითების თავშესაფრად ცნობილი პარტიის “ლელოს” პიარს “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ხელფასს…
სოზარ სუბარი: პატრიარქის სიტყვები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, შემთხვევით წარმოთქმული არ არის, ეს არის ის, რასაც უწმინდესი მთელი ცხოვრება ემსახურებოდა
„მას შემდეგ, რაც ილია II პატრიარქი გახდა, ძალიან მალე საპატრიარქო მიზიდულობის ცენტრი გახდა ახალგაზრდებისთვისაც და თავშესაფარი…
ისევ დაემართება დემენცია, ისევ მოკვდება
სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული დაჩი ცაგურია “ვივამედის” აპარტამანტებიდან დამნაშავე მიშას ციხეში შესაძლო გადაყვანაზე, სოც.ქსელში წერს: “ისევ…
ვატო შაქარიშვილი: ხაზარაძემ და მის ფულს აკიდებულმა კომკავშირელებმა ტაშით დაამტკიცეს საქართველოს განადგურების 9-პუნქტიანი გეგმა, ფაშისტურ ლოზუნგებს “მარშალის გეგმა” უწოდეს და ჰგონიათ, ასე შეფუთავენ ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის და ომში ჩართვის სცენარს
გლობალური ომის პარტიის ამერიკის შტაბ-ბინის შემდეგ, თაღლითმა და ხალხის მძარცველმა ხაზარაძემ ბრიუსელის ოფისიც მოიარა, სადაც დამატებითი…
ირაკლი ღარიბაშვილი-მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს
ირაკლი ღარიბაშვილი-მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს.…
დავით ქართველიშვილი „გენდერული თეორიებზე“: რაშიც უნდა ვიყოთ დარწმუნებულები ასი პროცენტით – ვერცერთ კანონთან ჩვენი „ჰარმონიზაცია“ ვერ შედგება, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე ამ ეტაპზე ჩვენი „წინსვლის“ შეფერხების ხარჯზე
„დღეს, უპირველესად ევროკავშირისთვის საუბედუროდ, გენდერული სიგიჟე შეღწეულია მათ საკანონმდებლო სივრცეში, თუმცა არც ეს გარემოება ნიშნავს, რომ…
სოზარ სუბარი: ერთი შემთხვევა თუ შეიძლება გახდეს ცეცხლის დანთების ტოლფასი, ბუნებრივია, სიფრთხილე გვმართებს. ესაა მთავარი საფრთხე და არა ოპოზიცია, რომელსაც არც იდეა აქვს და არც ადმინისტრაციული რესურსი
„ძალიან ემოციური ხალხი ვართ და ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს, სადაც ადვილია არეულობის მოწყობა,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან…
სოზარ სუბარი: რამდენადაც შოკი იყო ჩვენი ნაბიჯი ოპოზიციისა და NGO საზოგადოებისთვის, იმდენად სიხარულით შეხვდა ჩვენს ნათქვამს ხალხი
„პოლიტიკურ ცხოვრებას რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ. რა ნაბიჯებს გადავდგამთ „ხალხის ძალა“, ვნახოთ მომავალ წელს,” – განაცხადა…