fbpx

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ დადებითად…

ნანა კაკაბაძე რუსეთ-უკრაინის ომზე: ჩვენი „პატრიოტები“ დღესაც ქვეყნის მოღალატეებად აცხადებენ ყველას, ვინც ობიექტურად აფასებს ფრონტზე არსებულ რეალურ ვითარებას

არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რუსეთ-უკრაინის ომს და მის პარალელურად მსოფლიოში მიმდინარე…

საქართველოს დღე იენს სტოლტენბერგი ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და…

თორნიკე რიჟვაძე – „ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მათი უცხოელი პატრონები მაქსიმალურად ცდილობენ, დაიშალოს და დაშლილი „ნაცმოძრაობის“ საძირკველზე აღმოცენდეს თითქოს მესამე ძალა

„ნაცმოძრაობა“ იმდენად დისკრედიტირებულია, იმდენად ბევრ დანაშაულთან აქვს პირდაპირი პასუხისმგებლობა, შემხებლობა, რომ მათი უცხოელი პატრონები, დამკვეთები მაქსიმალურად…

მეუფე იაკობი ე.წ. ვეტინგზე: ის საშინელი სასამართლო აღარ გვაქვს, რომელიც პროკურატურის ნოტარიუსი იყო, ამიტომ ისეთ რაღაცებში არ უნდა ჩავერიოთ, რაც ჩვენი საქმე არ არის

საკვირაო წირვის დასრულების შემდე, ე.წ. ვეტინგის სისტემაზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ისაუბრა. „მოიფიქრეს რაღაც, მოსამართლეები არ…

მოსამართლე ლევან თევზაძე: ვეტინგი უკრაინაში ჩაატარა ადეიშვილის პირველმა მოადგილემ წოწორიამ და მისი შერჩეული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ…

ეს ფაქტი რეალობას შეესაბამება თუ არა. შემეკითხა- მქონდა თუ არა ინფორმაცია, საქართველოს მოქალაქე ამ ეტაპზე გარდაცვლილი იყო თუ არა

„ამ ადამიანმა მთხოვა, არასწორად რომ არ გაეჟღერებინათ ინფორმაცია, მხოლოდ რამდენიმე საკითხს გეტყვით, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი…

ილჰამ ალიევი – საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, ჩვენი მეგობრობა და ძმობა ეფუძნება ღრმა ისტორიულ ფესვებს

საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანია პრეზიდენტი…

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

გმირთა მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. გარკვეულ მონაკვეთზე პროცესი დასრულებულია, ხოლო სრულად აპრილის ბოლოს…

ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე – ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ პირისპირ შეხვედრაზე ორი დამოუკიდებელი ერის ლიდერებმა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვდგავართ, ვართ მეგობარი, მოძმე ქვეყნები

ქვეყანა, რომლებიც ყიდულობენ ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან,  ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი.…

ირაკლი კობახიძე  -ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში  მშვიდობისა და  სტაბილურობის  უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა,  მომავალშიც ამ  მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას

ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც და ასევე სტრატეგიულად აკავშირებს  ორ ქვეყანას. „ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი, ნაყოფიერი შეხვედრა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასთან. ასევე გვქონდა საუბარი გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა, თანამშრომლობა თქვენს ორ ქვეყანას შორის. მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი, სტრატეგიული პროექტი, რაც ეკონომიკური კუთხითაც სტრატეგიულად აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას. არის მასშტაბური, მეგა პროექტები, რომლებიც უკვე განხორციელდა და არის მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს საუბრის დროს შევეხეთ სხვადასხვა პროექტს, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება განხორციელდეს და ყველა მიმართულებით არის თანამშრომლობის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი, მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში, მოცულობის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, არის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა სატრანსპორტო და ენერგეტიკულ სფეროში. „სატრანსპორტო სფეროში, ენერგეტიკულ სფეროში არის თანამშრომლობის განვითარების დიდი პერსპექტივა, რაზეც ბატონმა პრეზიდენტმაც ისაუბრა. ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალ დონეზე გაგრძელდეს ურთიერთობა. მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ჩვენი მხრიდან ამ თანამშრომლობისთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მე მაქვს იმედი, რომ ბატონი პრეზიდენტი მალე შეძლებს, გვეწვიოს საქართველოში. მე მას ოფიციალურად გავუზიარე ეს მოწვევა და გვაქვს იმედი, რომ ის მალე გვესტუმრება ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ეს ვიზიტიც იქნება ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს პარტნიორობისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი დონე, თუმცა ყოველთვის არსებობს რა თქმა უნდა სივრცე, ურთიერთობების განვითარებისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაღრმავდეს პარტნიორობა, მეგობრობა, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის. ბატონო პრეზიდენტო კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.  ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი…

ირაკლი კობახიძე – დღეისათვის აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით და გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ამ ურთიერთობებში

ირაკლი კობახიძე  – დღეისათვის აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მაღალი დონე, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით  და…

ილჰამ ალიევი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის; ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა მხარდამხარ ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით

ილჰამ ალიევი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის; ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე…

პრემიერმა აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის,…