ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო სტატიაზე: ავტორი ბრაიან უაითმურია, „ატლანტიკური საბჭოს“ წევრი და ბათუ ქუთელიას უახლოესი მეგობარი – ახლა ხომ გასაგებია, ვინ და როგორ შეუკვეთა სტატია?

„ნაცმოძრაობის”კონტროლირებადმა მედიამ ერთ ხმაში აიტაცა სტატია, რომელიც რომელიღაც უცხოურ ინტერნეტ გამოცემაში დაიბეჭდა და სადაც ბიძინა ივანიშვილზეა…

ეკა სეფაშვილი: როდესაც გვეუბნებიან, რომ მოსამართლეები უნდა შეარჩიონ საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ ვართ

„ვეტინგის სისტემა უცხოელების, ანუ, გარე ძალის მიერ სასამართლოს დაკომპლექტებას გულისხმობს, რაც აბსოლუტურად გაუგონარი, წარმოუდგენელი და მიუღებელია“,…

თამთა მეგრელიშვილი ცესკოს თავმჯდომარის სავარაუდო გადაყენებაზე: საქართველოს სახელმწიფოში ყველა უწყება სათანადოდ მუშაობს და “ნაციონალური მოძრაობის” სცენარების განხორციელების ყველა რისკი დაზღვეულია

ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად “ნაციონალური მოძრაობის” დესტრუქციულ დღის წესრიგში ორი სცენარი მზადდებოდა. “ნაციონალური მოძრაობის” სცენარი ზუსტად იციან…

ვლადიმერ ბოჟაძე: საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, სწორედ ეს არის მოქალაქეების 85%-ზე მეტის დავალება

დიახ, საქართველოს ხელისუფლება და ,,ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი…

ლევან ნიკოლეიშვილი: როცა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებდა, ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები ხაფანგს აგებდნენ, მავნებელთა სახელები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, საქციელი კი დასჯადი გახდეს

ევროინტეგრაციის გზაზე, ყველამ უნდა იმუშაოს, შესაბამისად პასუხისმგებლობაც უნდა გაიზიაროს. თუმცა არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხელისუფლება…

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს პრემიერმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი კონტურები მოხაზა. ძალზედ საინტერესო პერიოდი იწყება ჩვენი ქვეყნისთვის

„ხელისუფლების გონივრული ეროვნული პრინციპულობა უცხოეთთან სწორი პარტნიორობით გრძელდება და კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში ადის,“ – წერს…

თამთა მეგრელიშვილი: „ვეტინგის“ იდეა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რადგან ქართულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების განხორციელების უფლებრივი პრაქტიკა არ საჭიროებს და ვერ დაუშვებს ამ მეთოდის გამოყენებას

„ვეტინგის“ პრაქტიკის შემოტანა ქართულ სახელმწიფოშიც უნდათ, მაგრამ ეს განუხორციელებელ იდეად დარჩება, რადგან ქართული რეალობა არ საჭიროებს…

მამუკა მდინარაძე ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე – ეს მოდელი აბსოლუტურად მიუღებელია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ერთ-ერთ ქვეყანაში ადეიშვილის ყოფილი მოადგილე უდგას სათავეში ამ ე.წ. რეფორმას და გასაგებია, რა კატეგორიის ხალხი შეიძლება მოხვდეს ამ ეგიდით საქართველოში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მესამე სექტორის და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, ევროკომისიის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით გამართულ…

მამუკა მდინარაძე- ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია

„ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის…

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მისამართით ხელის გაშვერის ნაცვლად (თუ რატომ გვაქვს სხვა პარტნიორებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები), აშშ-მა საკუთარი თავის მიმართ შეკითხვების დასმა უნდა დაიწყოს

„ვერც „ხალხის ძალას“, ვერც ირაკლი კობახიძეს თუ ირაკლი ღარიბაშვილს, ვერავინ დაადანაშაულებს მიკერძოებულ თუ ჩასაფრებულ მიდგომაში საკუთარი…

ირაკლი კობახიძე: სტრატეგიულ პარტნიორებთან პრიორიტეტები მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ურთიერთობების გაღრმავების კუთხით

ჩვენი ხედვები არის მკაფიო, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც აშშ-სთან ასევე ჩინეთთან. ორივე არის…

დავით ქართველიშვილი ანა ნაცვლიშვილზე: მას დიდი ხანია შეუყვარდნენ ისინი, ვინც მას მამიკო წაართვეს და რომლებშიც მამიკოზე უფრო ძლიერი ძალა დაინახა

„გმირებს კი დიდება, მაგრამ მოღალატეებს – რაა???“ – წერს სოციალურ ქსელში, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით…

უახლოეს მომავალში მთავრობაში პერსონალური ცვლილებები არ იგეგმება-ირაკლი კობახიძე

სრული გულწრფელობით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი კონსულტაციები სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არ წარმოებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენს ევროპელ პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან

ჩვენს ევროპელ პარტნიორების მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, იმისათვის, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტად წაიწიოს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ ყველა თემასთან დაკავშირებით გვქონდა გულწრფელი საუბარი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. შევეხეთ ცხრა პრიორიტეტს. თითოეულ პუნქტზე გვქონდა საუბარი. გავაცანით ჩვენი ხედვები ამასთან დაკავშირებით. ასევე, გავაცანით ჩვენი ხედვები თავად პროცესთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ პროცესს. რა თქმა უნდა, მათი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე, ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა შესაბამისი ორგანიზაცია იყოს სათანადოდ ჩართული პროცესებში, რა თქმა უნდა, ისინი არ მიესალმებიან ბოიკოტის გამოვლინებებს, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ყველას პასუხისმგებლობაა, გააკეთოს მაქსიმუმი, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად წავიწიოთ წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების და სხვა სუბიექტების პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი ევროპელი კოლეგების დამოკიდებულება და ბუნებრივია, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ დამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა საუბარი თითოეულ პუნქტზე, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებით. ვეტინგის შესახებ ჩვენი პოზიცია არის გამოკვეთილი. ვეტინგი ეწინააღმდეგება თავისი არსით, არა მხოლოდ ფორმალურად, საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სულისკვეთებას, მათ შორის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპს. მით უმეტეს, რომ არ არსებობს საფუძველი ასეთი პროცესების განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. არ არსებობს არგუმენტები, არ არსებობს ფაქტები, შესაბამისად, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის მკაფიო. ვეტინგი არის ჩვენთვის მიუღებელი სამართლებრივი და არა მხოლოდ სამართლებრივი, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე  “, – განაცხადა პრემიერმა.

თამარ ჩიბურდანიძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს: იუნკრები ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ საუკუნის შემდეგ კვლავ საქართველოს სუვერენიტეტი გვექნებოდა დასაცავი თქვენგან

„იუნკრები ნამდვილად ვერ იფიქრებდნენ, რომ საუკუნის შემდეგ კვლავ საქართველოს სუვერენიტეტი გვექნებოდა დასაცავი ნაცვლიშვილისგან და მთელი ოპოზიციისგან“,…