fbpx

PMCG: საქართველოში 14.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ყოველთვიურ ხელფასს იღებს

2020 წელთან შედარებით საქართველოში 14.6%-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ხელფასს იღებს, – ამის შესახებ PMCG-ს…

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე

პრემიერი – როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5…

კარლ ნეჰამერი- ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში

ჩვენ დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია-ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს რეალურად ოკუპირებული,  სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით. კარლ ნეჰამერის თქმით, ევროპის მშვიდობაზე, აღმავლობაზე და პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა სწორია. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში  საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იქნას აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი-  ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით

მადლიერებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კარლ ნეჰამერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პუნქტებზე საქართველოს მთავრობა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს მუშაობას იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. „რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს. რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე.  ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას.  რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა. მე ასევე მინდა აღვნიშნო მადლიერებით, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიან გამოცდილებას. ბატონმა კანცლერმა ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მზაობა იმისა, რომ ავსტრია დაეხმაროს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. თქვენ აღნიშნეთ თუნდაც რეფორმები და ის მიღწეული პროგრესი, რომელიც თქვენ გაქვთ და ავსტრია, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მაგალითია  საქართველოსთვის. მე რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, მოხარული ვიქნები ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებით. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ძვირფას მეგობარს, ბატონ კანცლერს მოწვევისთვის და მე მჯერა, რომ ბატონი კანცლერი ასევე ეწვევა საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა

ზაალ ანჯაფარიძე ნინო ლომჯარიაზე: მისი განცხადებები და ქმედებები არაერთხელ ყოფილა საზოგადოების კრიტიკის ობიექტი, რადგანაც მზარდი სიხშირით უნისონში იყო „ნაცმოძრაობის“ დღის წესრიგთან, რომელიც პირდაპირ გამოთქვამდა საქართველოს ტერიტორიაზე ომის გაჩაღების სურვილს

„არათუ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლებიც თვლიან, რომ ფსევდო-ომბუდსმენი ლომჯარია, რომელიც ადამიანის უფლებების გაფართოებაზე უნდა…

ვიქტორ ყიფიანი: იერიში მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ივანიშვილს გააჩნია ფინანსური აქტივი, სხვაგან მას ფინანსური აქტივი არ გააჩნია, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ფაქტობრივი შეზღუდვები გაფართოვდება, საფუძველს გამოცლილია

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არაჯანსაღს უწოდებს პროცესს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივი შეზღუდვები, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს. ადვოკატი…

თამთა მეგრელიშვილი – ტექნიკური მთავრობის შექმნა ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი სამართლებრივი მოცემულობით შეუძლებელია. ფაქტია ტექნიკური მთავრობის იდეა, პრემიერ – მინისტრად ნინო ლომჯარია მინისტრად ეკა გიგაური და სხვები ხალხმა არ მიიღო

წავიკითხე მიხეილ ყაველაშვილის მიერ კელი დეგნანისადმი მიძღვნილი ღია წერილი. მასში ნახსენებ ყველა საკვანძო საკითხს ვეთანხმები, მაგრამ…

ზურაბ ქადაგიძე ეკა გიგაურზე: დასავლელი ლობისტების ნებიერა ეკა, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს ნეტავ თუ არ უქმნის უხერხულობას მის მფარველებს

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება, სადაც რამდენიმე თემას განიხილავს…

დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს – რა გიშლით ხელს, დაასახელოთ აშშ-ს ფინანსური და იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ მყოფი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკური და “არასამთავრობო” პირები, რომლებიც ФСБ-ს სახელმძღვანელოებით უბიძგებენ ხელისუფლებას ომში ჩათრევისაკენ

ამას წინათ ბრძანეთ: “საქართველოში გავრცელებული მზაკვრული ნარატივი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში ქვეყნის…

შალვა პაპუაშვილი: სწორედ იმ მომენტში, როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, ის ხდება პარტია და აქვს პარტიული მიზნები

როგორც კი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობების დაკომპლექტებაში, კანონების მიღებაში, სწორედ…

შალვა პაპუაშვილი: ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას

ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა…

ზვიად შალამბერიძე: ამ ეტაპზე ტყიბულში 10 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ტყიბულის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების…

ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას

დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს მიმართავს:   ქალბატონო ელჩო! რამდენიმე დღის წინ თქვენ ბრძანეთ, ვინც ამტკიცებს,…

პაატა მანჯგალაძე პოლიტიკური იდიოტია

საქართველოს სჭირდება სა-ქარ-თვე-ლო! თავისი მრავალსაუკუნოვანი ეთნიკური და კონფესიური მრავალსახეობით და ტოლერანტობით! თავისი ძლიერი დედა-ეკლესიით! თავისი უნიკალური…

ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაერთიანების სტრატეგიული გეგმა აბსოლუტურად არ გულისხმობს დეპოლარიზაციას

ეს არ არის რადიკალური ოპოზიცია, ეს არის ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა გაერთიანება, რომლის სტრატეგიული გეგმა აბსოლუტურად არ გულისხმობს…