British Airways-ის ციფრული ჟურნალი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში
ავიაკომპანია British Airways-ის ციფრული ჟურნალი High Life საქართველოს გასტრო
ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ქართული
სამზარეულოს 6 მიმზიდველი კერძი“ ამ სათაურით გამოცემის მწერალი რებეკა
ნეილორი აღწერს თუ რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში.
„თოვლით დაფარული მწვერვალები, ციხე-კოშკები, შავი ზღვის სანაპიროები.
საქართველოში წასასვლელად უთვალავი მიზეზი არსებობს. დაუვიწყარი კერძები,
რომელთა ინსპირაცია აღმოსავლეთმა და დასავლეთმა მოახდინა, ანუ ყველაფერზე,
რაზეც ოცნებობდით თქვენი მომავალი მოგზაურობისთვის“,-წერს რებეკა ნეილორი.
British Airways-ის ციფრული ჟურნალის მწერალი დეტალურად აღწერს თუ რა
ინგრედიენტებით მზადდება შემდეგი ქართული კერძები: ხაჭაპური, ხინკალი,
ნიგვზით, ხახვით, ხმელი სუნელებით შეკმაზული ლობიო, ფხალი, ხარჩო და
ჩურჩხელა.
გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია British Airways საქართველოში
ფრენებს 30 მარტიდან იწყებს.ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით
პირდაპირი რეგულარული ავიარეისები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.

https://bahighlife.com/experiences/georgian-cuisine-in-six-swoon-worthy-dishes

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება