fbpx

შალვა რამიშვილი გახარიას – შე მელიას ,,ჩმორო,, სააკაშვილისაც კი არა

შალვა რამიშვილი გახარიას – შე მელიას ჩმორო, სააკაშვილისაც კი არა, რა ერთობა აჩვენა მიშას მოძალადე მთავრობამ…

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. დავით შერაზადიშვილმა,პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა და მერიის სხვადასხვა სამსახურისწარმომადგენლებმა…

შინაგან საქმეთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური…

500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.  მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.  როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი…

გიორგი ვოლსკი: 8 აგვისტო წერია რუსეთის ჯარების შემოსვლად თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა

გიორგი ვოლსკი: 8 აგვისტო წერია რუსეთის ჯარების შემოსვლად თქვენი პრეზიდენტის ბრძანებულებაში, რომელიც 9 აგვისტოს გამოქვეყნდა. ეს…

ზურაბ ქადაგიძე ენმ-ს: თანამედროვე ორჯონიკიძეები ხართ, მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე აკეთებდით და აკეთებთ რუსულ საქმეს

თანამედროვე ორჯონიკიძეები ხართ, მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე აკეთებდით და აკეთებთ რუსულ საქმეს „საკუთარი ქვეყნის ომში დანაშაულებების…

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის გვემახსოვრება ის დანაშაულებები, რომელიც 2008 წელს ჩვენი ქვეყნის მიმართ იქნა ჩადენილი-ზვიად შალამბერიძე

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი შესრულდა , იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ…

საერთაშორისო სამართლბრივ სივრცეში პირველად გაჩნდა იურიდიული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ რუსეთი უკვე 14 წელია ახორციელებს ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციას-დავით მათიკაშვილი

დეპუტატი დავით მათიკაშვილი- ირაკლი ღარიბაშვილს შეუტია ნაცების დაორგანიზებულმა პიარმა, რატომ თქვა, 14 წელია რუსეთი ოკუპაციას ახორციელებსო.…

ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს-შალვა პაპუაშვილი

დღეს საქართველოს სახელმწიფო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს. 14 წელი გავიდა 2008 წლის ომიდან. ეს…

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება

ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის 14-წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მისივე თქმით, მოღალატეების გეგმა, რომ საქართველოში მეორე ფრონტი ყოფილიყო ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. „იმ მოღალატეების მთავარი მცდელობა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არც ერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი, ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? – აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს – 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი; დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ერთი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე. დანარჩენ თარიღებზე საუბარს და სპეკულაციას, მე გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა. როგორც პრემიერმა განაცხადა, 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი და ეს არის პროვოკაციული კითხვა. „მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი – ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას,“- განაცხადა პრემიერმა.

თავადაც 8 რიცხვში აკეთებდნენ იგივეს წლების განმავლობაში, უბრალოდ ბოლო წლებია “ნაცების პიარმა” ასე გადაწყვიტა და ასეთი დავალება გასცა-რატი იონათამიშვილი

დეპუტატი რატი იონათამიშვილი- ცხინვალის რეგიონს სამხრეთ ოსეთი დაარქვეს, საზღვრები შემოუხაზეს და არჩევნები ჩაუტარეს, კოდორს – ზემო…

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების ოჯახებს-ირაკლი ღარიბაშვილი

მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება, გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, სამხედროების და არამხოლოდ,…

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვა-ჯუანშერ ბურჭულაძე

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ჩვენი ხელისუფლება პირობას დებს, რომ გავაგრძელებთ მათ ოჯახებზე ზრუნვას,…