fbpx

ნიკოლ ფაშინიანი – გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში; 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის  თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

გოგა ხაინდრავა – როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი

გოგა ხაინდრავა – როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ…

გოგა ხაინდრავა: credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია

გოგა ხაინდრავა: credit Suisse ყაჩაღების ბუნაგად გადაიქცა და ბანკის არანაირი სახე აღარ გააჩნია „სრული დეგრადაცია კოლაფსი…

ნიკოლ ფაშინიანი – საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის

საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-სომხეთის ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე – მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს

ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,“- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებსა და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!,“- განაცხადა პრემიერმა.

დავით შერაზადიშვილმა მოქალაქეებს ფერისცვალების დღესასწაული სიონის საკათედრო ტაძრიდან მიულოცა

მართლმადიდებლური სამყარო დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში, ტაძრისწინამძღოლმა დეკანოზმა ბესარიონ სულხანიშვილმა და…

სოსო გოგაშვილი გავიცანი 2013 წელს, პირადად მე წამოვიყვანე, ის იყო რიგით თანამდებობაზე გენერალურ ინსპექციაში-ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახანგ გომელაურის კომენტარი იოსებ გოგაშვილზე-სოსო გოგაშვილი გავიცანი 2013 წელს, პირადად მე წამოვიყვანე. ის…

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობა საქართველოში კრახით დამთავრდა-გოგა ხაინდრავა

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობა საქართველოში კრახით დამთავრდა, რადგან მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად მიიჩნევს…

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მშვენიერაძეს- ბატონო მიშას ადვოკატო, “დეივანიშვილიზაცია” არათუ რთული სიტყვაა, მეტსაც გეტყვით – შეუსრულებელია

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი მშვენიერაძეს- ბატონო მიშას ადვოკატო, “დეივანიშვილიზაცია” არათუ რთული სიტყვაა, მეტსაც გეტყვით – შეუსრულებელია და…

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციაიწყება

გლდანის რაიონის გამგეობა 18 აგვისტოს, ღამის საათებში მეტროსადგურ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას დაიწყებს.პროექტის შედეგად, შეიცვლება დაზიანებული…

გალერია პალასში” ვეტერან ირაკლი ავალიშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა

სასტუმრო “გალერია პალასში”, აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ირაკლი ავალიშვილის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის 23…

ზაალ ანჯაფარიძე: ვერ გაიგო და ვერც გაიგებს, ეს უსამშობლო შემადგენლობა, რომ საქართველოში ჩახდილები და ჩამხდელები არ უყვართ

„კოლექტიური “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე,” ასე შეიძლება უკვე ეწოდოს რადიკალურ ოპოზიციას, ჩვენს მოქალაქეებს ეუბნება, ჩვენ ჩავიხდით ბოლომდე,…

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა, სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას

ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა; სწორედ ასეთი გმირები ქმნიან…

ქვემო სამგორში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

სამგორის რაიონში, 31-ე ქარხანასთან, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N162-ისმიმდებარედ, სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება.პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 12…