Airbnb-ის ოფიციალური მონაცემებით იანვარში საქართველოში განთავსების ობიექტის დატვირთვის მაჩვენებელი გაიზარდა

დაჯავშნის საერთაშორისო პლატფორმის Airbnb-ის ახალი მონაცემებით, 2025 წლის
იანვარში, საქართველოში, პლატფორმაზე რეგისტრირებული განთავსების
ობიექტების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა. Airbnb-ის მონაცემებით,
იანვარში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დატვირთვის მაჩვენებელი 36%-ს შეადგენს,
ზრდა წინა წელთან შედარებით 2.8%-ით მეტია, საერთაშორისო პლატფორმის
კვლევით თბილისის დატვირთვის მაჩვენებელი 38%-ია, ზრდა წინა წელთან
შედარებით 6.4%-ით მეტია.
2025 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოში Airbnb-ის პლატფორმაზე
რეგისტრირებულია 11,291 განთავსების ობიექტი, აქედან თბილისში 5,167.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება