fbpx

არავინ არ დაუშვებს ნაცების ხელახალ რეინკარნაციას და ახალი ფაშისტური სახელმწიფოს წარმოქმნას

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია რადიკალური ოპოზიციის აუხდენელ ოცნებებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს,რომ

ტერმინი ” ხალხის მტერი” აშკარად მიესადაგება და ამართლებს იმ სახელს , მათ ქმედებებს- ქვეყნისადმი , სახელმწიფოსადმი,
ერისადმი დამოკიდებულების იმ ხარისხს, რასაც ადგილი აქვს დღეს ” ომის პარტიის* , მხრიდან.

“ხალხის მტრები

ძალიან ძნელია ჩაწვდე რეალურ ისტორიულ პროცესებს და გაანალიზო ის, ყოველივე რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში.
არ იფიქროთ ეს 37 -იანი წლების ტერორის გამართლების მცდელობაა. თუმც, ტერმინი ” ხალხის მტერი” აშკარად მიესადაგება და ამართლებს იმ სახელს , მათ ქმედებებს- ქვეყნისადმი , სახელმწიფოსადმი,
ერისადმი დამოკიდებულების იმ ხარისხს, რასაც ადგილი აქვს დღეს ” ომის პარტიის* , მხრიდან.

კრიმინალურ- სექტანტური პარტია ” ნაციონალური მოძრაობის ” და მათი სატელიტების ნებისმიერი ქმედება დღეს, სწორედ რომ მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ოღონდ, როგორმე ომში ჩაითრიონ, გაანადგურონ, დაშალონ სახელმწიფო, რომ მერე კვლავ მიეცეთ ხელისუფლებაში მოსვლის , ძალაუფლების დაბრუნების შანსი.
ძველი ინერციით ვერ ითვალისწინებენ მხოლოდ ერთს და მთავარს- თავისუფალი და არა ერთ დროს მათი ბელადის მიერ დამონებული ხალხის ნებას, რომ არავინ არ დაუშვებს მათ ხელახალ რეინკარნაციას და ახალი ფაშისტური სახელმწიფოს წარმოქმნას”.წერს ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება