fbpx

32 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება-კახა კალაძე

თბილისის სხვადასხვა რაიონში – ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად დაუკანონდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

„ადამიანებს ის სახლები დაუკანონდებათ, სადაც ათეული წლებია ცხოვრობენ თავიანთი შვილებით, შვილიშვილებით, თაობები გამოზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახორციელებდნენ დაკანონებას

ეს რა თქმა უნდა ვერ შეეხება იმ კონკრეტულ ქეისებს, როდესაც ხვალ ადამიანი ადგება, სახელმწიფო მიწას მიიტაცებს, შემდეგ იტყვის, ეს ჩემიაო და მოვა, მოგთხოვს დაკანონებას. ეს ორი განსხვავებული ქეისია. ჩვენი დაპირება რაც იყო, რა თქმა უნდა ვასრულებთ და ბოლომდე დავუდგებით იმ ადამიანებს გვერდში, ვისაც თანადგომა სჭირდება“,- აღნიშნა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია