Mrbee

26 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღინიშნავს | xnews.ge

26 ივნისს ადიგენის მუნიციპალიტეტი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღინიშნავს


საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), ხსოვნის პატივსაცემად, სოფელ უდეში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორემ, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ, რიმნიკის მთავარეპისკოპოსმა ბარსანუფმა მხარის სხვა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინეს.
საღვთო ლიტურგიას რუმინეთის ელჩი რეზვან როტუნდუ, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბიძიშვილი, ადიგენისა და ახალციხის მერიისა და საკრებულოს, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
დღესვე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სადღესასწაულო კონცერტი მოეწყო. ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები წარდგნენ. ადიგენელებს წმ.ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე მეუფე თეოდორემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ სოფელ უდეში “ანთიმოზობის” დღესასწაული 2005 წლიდან აღინიშნება. დღესასწაული ცნობილი საეკლესიო და საერო მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის (ანდრია ხურციძე-მერაბიშვილის), როგორც სოფელი უდის მკვიდრის, ხსოვნის პატივსაცემად იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება