გოგა ხაინდრავას მიაჩნია, რომ 2024 წლის არჩევნებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს. ამის შესახებ კინორეჟისორმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ის ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებს.
„შავი ჭირივით ვერ იტანენ ერთმანეთს. მაგათმა რა უნდა დაალაგონ? კონსტიტუციური უმრავლესობით მოვა „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2024 წლის არჩევნების შედეგად. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ცალსახაა ეს. არანაირი მოწინააღმდეგე დღეს „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ველზე არ ჰყავს და როგორც არ უნდა გაერთიანდნენ წითლიძე, ხაზარაძე და გახარია, ვერაფერს გააკეთებენ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ საზოგადოების ნდობა“, – განაცხადა ხაინდრავამ.