ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის…
დღე: სექტემბერი 8, 2023
ვატო შაქარიშვილი: მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი ქვეყნის პრემიერმა უმაღლეს დონეზე დაიცვა საქართველოს ღირსება და ინტერესები! არ იდგა ცალ ფეხზე, არამედ იყო თავაწეული, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს სიმართლე
სანამ პოლიტიკურად შევაფასებდეთ პრემიერ ღარიბაშვილის და ბორელის ერთობლივ პრესკონფერენციას, იქამდე ემოციური ნაწილი მინდა გაგიზიაროთ. მე, როგორც…
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა ეკა სეფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან პარლამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან საქართველოს პარალამენტში შეხვედრა გაიმართა.…
დიმიტრი ხუნდაძე: ვიმედოვნებ, ჯოზეფ ბორელი პირისპირ შეხვედრების შემდეგ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა სტატუსის მისაღებად და ახლა ჯერი მათზეა
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საქართველოს…
ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჟოზეფ ბორელს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან,…
გიორგი ამილახვარი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო, მთელი საქართველოსთვის ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომლის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა გამო, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის,…
მეხანძრე მაშველების მიერ, 13 მოქალაქე უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფის მიერ, ჭაბურღილის დატბორილი ტერიტორიიდან, ორი ადამიანი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას…
საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ – მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს
თბილისის მერმა, კახა კალაძე გურიაში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა. „საქართველო ისევ შეძრა…
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვუერთდებით რეზოლუციებს და განცხადებებს – ვითვალისწინებთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და საფრთხეებს – დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს!
ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს,…
ეკა სეფაშვილი: ჯოზეფ ბორელს ჰქონდა საშუალება, მოესმინა ყველა პოლიტიკური ჯგუფის თუ პარტიის წარმომადგენლის შეხედულება ევროინტეგრაციის პროცესზე
“ჩვენ უკვე ვიცი ოპოზიციის, განსაკუთრებით კი „რადიკალური ოპოზიციის“ ნარატივი, თუმცა ბოლოს ბორელს ჰქონდა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის…
ირაკლი ღარიბაშვილი- ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან. “ მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული- მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და გთხოვთ, სიტყვა გეძლევათ თქვენ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს. “ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შვედური ორგანიზაციის SALAR International-ის წარმომადგენელს შეხვდა
შვედეთის მთავრობის ინიციატივით, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობისადა რეგიონების ასოციაციის (SALAR) განყოფილება SALAR International საქართველოშიდეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის…
ირაკლი ღარიბაშვილი – თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია
თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. „აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია. ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და მე მჯერა და ჩვენ იმედი გვინდა გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა პრემიერმა
ირაკლი ღარიბაშვილი ჟოზეფ ბორელს: ბატონო ჟოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ერთ-ერთი არის დეოლიგარქიზაცია
აქვე მინდა გითხრათ ბატონო ჟოზეფ, ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ…
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი ომი ჩვენ 2008 წელს გადავიტანეთ, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენ ეს მძიმე ფასი გადახდილი გვაქვს
რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი.…