fbpx

ადიგენში 26 მაისი იზეიმეს

ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა. ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე…

სალომე ზურაბიშვილს ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი საქართველოს ერთიანობისთვის დაცემული ყველა სულის წინაშე, რადგან ის არ მიჰყვება იმ გზას, რისთვისაც ამ ბიჭებმა სიცოცხლე გაწირეს

„სალომე ზურაბიშვილმა თავისი სიტყვით საკუთარი ჯარისკაცები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს, შეურაცხყო. ვინ იცის იმ…

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ დიასპორული კვირეულის (22-27 მაისი) ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

23 მაისს გაეროს შტაბ-ბინაში ბატონი ბექა შეხვდა აშშ-ს დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და გაეროს სხვადასხვა მისიებს.დისკუსია გაიმართა…

სამტრედიაში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული და სპორტული ღინისძიებებით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ…

თამარ ჩიბურდანიძე: მას შემდეგ, რაც საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდა საბჭოთა ოკუპაციისგან, განსაკუთრებით აღვნიშნავთ ამ დღეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვართ სრულად თავისუფლები

„თავისუფლება არის ის, რაზედაც ილია მიგვითითებდა – ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. საქართველო დღესაც იბრძვის თავისუფლებისთვის…

ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში „მოყვარულთა თასი 2023“-ის მუნიციპალური ეტაპის ფინალური შეხვედრა გაიმართა

შეჯიბრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა და საინტერესოდ წარიმართა. ზემო ენთელისა და წახანის გუნდების დაპირისპირება, ზემო ენთელის…

თამარ ჩიბურდანიძე პრეზიდენტს: გიორგი ანწუხელიძეს და ოთხოზორიას ბოდიში იმაზე მოუხადეთ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის არ იბრძვით, რისთვისაც მათ თავი გაწირეს

“მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი…

ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე- დღეს ამ ქალმა შეაგინა ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს!ფრიად საშინელი და სამწუხაროა

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე…

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილს: ჯანსაღი პოლიტიკური ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ თქვენნაირ კოლექტიურ “კუბილიუსებს”… თქვენ კი არ აგცდებათ პოლიტიკურ სანაგვეზე დამსახურებული ადგილი, გოროზიასთან და “ჩაბანებთან” ერთად

“მინდა მადამ “პღეზიდანს” მოლოდინები გავუცრუო – ევროპა მხოლოდ “გლობალური ომის პარტიის” წარმომადგენლების მხრიდან (ვისი რეზიდენტიც თქვენ…

ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე-ყოველი მისი გამოსვლა მავნებლობითა და საკუთარი ქვეყნის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფითა და ღვარძლითაა გატენილი

“საქართველო მაინც გაიმარჯვებს, სალომე ზურაბიშვილის ნაირებს კი ბევრს მოინელებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რომელიც დამოუკიდებლობის დღისადმი…

ზაალ ანჯაფარიძე-სალომე ზურაბიშვილი დალპა, დეგრადირდა როგორც ჩვეულებრივი მალფუჭებადი პროდუქტი

“ხელისუფლების ცვლის დრო არ ითმენს” ეს “პრეზიდენტის” წამოცდენა იყო თუ რევოლუციისკენ პირდაპირი მოწოდება ? სალომე ზურაბიშვილი…

ირაკლი ღარიბაშვილი-  დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე  გვეყუდვნის

დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე  გვეყუდვნის- ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. „1918 წლის 26 მაისს ქართველებმა მტკიცედ და ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ გვსურს კვლავ “დავდგეთ ერად  სხვა ერთა შორის”. პირველი დამოუკიდებლობა  მართალია ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი შემდგომი განვითარებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობის აღმოჩნდა. ამ მცირე დროში ქართველმა ხალხმა და მისმა მთავრობამ  დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული,  დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს საფუძვლები შექმნა, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუციაც ევროპის დღევანდელი კრიტერიუმებითაც კი უაღრესად  პროგრესული იყო. 1991 წელს საბოლოოდ აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, მის ღირებულებებს დაეფუძნა; ჩვენი ქვეყნის მთავარ გეზად ევროპული სახელმწიფოს შენება განისაზღვრა. ამით ჩვენს დროში განვაახლეთ სვლა ყველა თაობის უზენაესი მიზნისკენ – თითოეული მოქალაქის, მთლიანად ქართველი ხალხის, საქართველოს თავისუფლებისაკენ.  დამოუკიდებლობის მოპოვებით, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ თავისუფალი ქვეყნის შენება დავიწყეთ.  თუმცა, გზა დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე  გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე – ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ  ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას,  სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ირაკლი ღარიბაშვილი – თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად

თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად.  მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ  ამ ვალდებულების შესრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავარსარდალი? ჩვეულებრივი 20 დოლარიანი ნაცების საროსკიპო ტელევიზიების ექსპერტია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე ე.წ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოღალატოებრივ განცხადებებზე წერს. “მთავარსარდალი? ჩვეულებრივი 20 დოლარიანი…

ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე: 26 მაისის დღესასწაული, საკუთარი კომპლექსების დაკმაყოფილებას მიუძღვნა. შერიგებაზე საუბრობს ეს ნაძირალა და ჰიპერ-პოლარიზაციას ეწევა…

“ისე როგორ აუსრულე გვარამიას სურვილი და გახდი “რეზიდენტი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას “ხალხის…