fbpx

2023 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 491 605 ლარი გამოიყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ – 2023 ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულების ეტაპზეა. პროგრამის ფარგლებში სოფელ ბენარაში, გომაროში, დიდ ზანავსა და ზემო ენთელში შიდა საუბნო გზა მოიხრეშა, ხოლო სოფელ ფარეხაში, ლელოვანში, კახარეთში, სამყურში, მლაშეში, არზნეში, წახანში, წახანწყაროსა და ხარჯამში მისასვლელი ბეტონის გზა მოეწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები ადიგენის მუნიციპალიტეტის 55 სოფელში და დაბა აბასთუმაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიეს პრიორიტეტული პროექტები. 2023 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 648 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 491 605 ლარი გამოიყო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება