fbpx

2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები 144.3 მილიონი იყო, საიდანაც 131.2 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9 ათასით შემცირდა და 745 ათასი შეადგინა, რაც „მაგთისატის“ მომსახურების გათიშვამ განაპირობა. შესაბამისად, მცირედით შემცირდა აბონენტთა სიმკვრივეც – მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მოხმარებამ აბონენტებზე 67.1% შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1%-ით ნაკლებია. საგულისხმოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გარდა 2023 წლისა, აბონენტების კუთხით მაუწყებლობის ტრანზიტს ზრდადი ტენდენცია ახასიათებდა. 2019 წლის შემდეგ კი, აბონენტების რაოდენობის ყოველწლიური საშუალო ზრდა 2%-ს შეადგენს.

2023 წლის მონაცემებით, მაუწყებლობის ტრანზიტის ყველაზე გავრცელებული საშუალება კვლავ IPTV ტექნოლოგია იყო. მისი აბონენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 31.1 ათასით გაიზარდა და 645 ათასი შეადგინა. 400 აბონენტით გაიზარდა DVBT ტექნოლოგიის მომხმარებლებიც და 2023-ში, 44.3 ათასს გაუტოლდა. რაც შეეხება თანამგზავრულ ტექნოლოგიას, მისი აბონენტების რაოდენობა 34.8 ათასით შემცირდა და გასული წლისთვის, მხოლოდ 200 შეადგინა. შემცირებული იყო ასევე ინტერნეტ ტელევიზიის წილიც, რომლის შემთხვევაშიც 2023 წელს აბონენტების რაოდენობამ 12.8 ათასი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით, 2.2 ათასით ნაკლებია. 2.3 ათასით შემცირდა კოაქსიალური ტექნოლოგიის აბონენტებიც, რომელთა რაოდენობამაც 2023-ში 16.1 ათასი შეადგინა. რაც შეეხება რადიოსიხშირულს – აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფიქსირდა კლება – 2023 წელს აბონენტების რაოდენობა 25.8 ათასს გაუტოლდა, რაც 2022 წლის მონაცემთან შედარებით, 3.1 ათასით ნაკლებია.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 144.3 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 8 მილიონი ლარით მეტია. მთლიანი შემოსავლების ძირითადი წილი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რომლის შემოსავალმაც 2022 წელთან შედარებით 9.6 მილიონით მოიმატა 131.2 მილიონი ლარი შეადგინა. 4.6 მილიონი ლარი მიიღო რადიოსიხშირულმა ტექნოლოგიამ, რაც, წინა წელთან შედარებით 4.2 მილიონით მეტია. უცვლელი დარჩა თანამგზავრული ტექნოლოგიის შემოსავლები და როგორც 2022, ისე 2023 წელს 0.2 მილიონს შეადგენდა. 2.5 მილიონით გაიზარდა კოაქსიალური ტექნოლოგიის შემოსავალი და 2023-ში 2.7 მილიონს გაუტოლდა. 5.1 მილიონი შეადგინა DVBT-დან მიღებულმა შემოსავლებმა, რაც წინა წელთან შედარებით 4.7 მილიონით მეტია. ხოლო ინტერნეტ ტელევიზიის შემთხვევაში, 2023 წელს მიღებული შემოსავლები 0.55 მილიონს შეადგენდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 0.52 მილიონი ლარით მეტია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება