fbpx

2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი-ირაკლი ღარიბაშვილი

2022 წლის იანვარში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა საერთო ეროვნული ამოცანა უნდა იყოს.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არის ძალიან დამაიმედებელი. ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს, ძალიან სწრაფი ტემპებით. 2022 წლის იანვარში მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება, დაახლოებით, 5 500 დოლარი, რაც, ასევე, ისტორიული მაქსიმუმია.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს პირველი 9 თვის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, არის უპრეცედენტო ზრდა მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნების მასშტაბით. ჩვენ, ასევე, მოვამზადეთ ახალი პროგრამები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობაში გვაქვს ჩვენ ძალიან სერიოზული ამბიციური გეგმები და პროგრამები, რომელსაც იანვრიდან გავაფართოვებთ ამ მასშტაბებს. ამას გარდა, მე უახლოეს რამდენიმე კვირაში გამოვალ ინიციატივებით, ვმუშაობთ აქტიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნის მიმართულებით, წარმოების მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით წარმოგიდგენთ მასშტაბურ პროექტებსა და ინიციატივებს. ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და სიღარიბის დაძლევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია