fbpx

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალ შტამზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შტამი უფრო გადამდებია, თუმცა მისი ვირულენტურობა დაბალია და დაავადებას ადამიანის ორგანიზმში ნაკლებად იწვევს.

„ამას ჰქვია მუტაცია, ავხსნი, გვირგვინი რომ აქვს გამოშვერილი ვირუსს, უკვე ბევრს უნახავს ამ ვირუსის ფოტო, ამ გვირგვინზე არის ე.წ. სპაიკ ცილა. ამ სპაიკ ცილის ერთ-ერთ გენში მოხდა ცვლილება. მან შეიცვალა ოდნავ თვისება, ეს პირველად არ მომხდარა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე იყო ერთ-ერთი ასეთი მუტაცია ისევ ამ სპაიკ ცილაში, რომელმაც გამოწივია ის, რომ უხანიდან წამოსული შტამი უფრო გადამდები გახდა, ევროპული შტამი ჰქვია მას.

ინგლისელი მეცნიერების აზრით, ეს კიდევ უფრო გადამდები გახდა. ეს რას ნიშნავს? თუ ჩვეულებრივ ამ ვირუსზე ითვლება, რომ ერთ ადამიანს შეუძლია, ავად გახადოს ორი-სამი ადამიანი, ამბობენ, რომ ეს არის 70 პროცენტით მეტად გადამდები, ანუ, საშუალოდ სამს გადააჭარბა იმ ადამიანთა რიცხვმა, ერთი რომ შეძლებს, ავად გახადოს.

ამას ეპიდემიოლოგიაში ინფექციურობა ჰქვია, მაგრამ არსებობს კიდევ მეორე, რასაც ვირულენტურობა ჰქვია, ანუ რამდენად აგრესულია, რამდენად იწვევს დაავადებას ადამიანის ორგანიზმში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ ჩანს არავითარი საფუძველი იმისა, ვივარაუდოთ, რომ ამ ვირუსმა ადამიანებში უფრო მძიმე მიმდინარეობა გამოიწვიოს. ასევე, საბედნიეროდ, ჯერ არ ჩანს არავითარი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ უკვე არსებულმა ვაქცინამ ვთქვათ არ იმოქმედოს ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს ვაქცინებიც იმ ე.წ. სპაიკ ცილაზე არის მორგებული“, – აღნიშნა იმნაძემ “პირველ არხთან”.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება