fbpx

2012 წელს უვადო შიმშილობა დაიწყო პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ

სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ,პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟმა ცოტნე გამსახურდიამ ციხეში 38 დღე იშიმშილა-

2012 წლის 8 სექტემბერს, დილიდან, რუსთავის 17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადო შიმშილობა დაიწყო პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ. მის განცხადებაში ნათქვამია:

,,მე, ცოტნე გამსახურდია რუსთავის Nr. 17 სასჯელაღსრულების დაწესებულების უკანონოდ გასამართლებული პატიმარი, ვხედავ რა, სასჯელარსრულების დაწესებულების პერსონალის მხრიდან არაადამიანურ და ღირსებაშემლახველ მოპყრობას მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მკურნალობის განხორციელებაში, ჩემი ვალია გამოვაცხადო პროტესტი შიმშილობის ფორმით და საკუთარი ხმა მოგაწვდინოთ მრავალი პატიმრის მძიმე მდგომარეობის გადმოსაცემად, რასაც ვაცხადებ მოთხოვნის ფორმით:

1. მოვითხოვ, გაუმჯობესდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩაუტარდეთ სათანადო მკურნალობა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ რუსთავის Nr. 17 სასჯელარსრულების დაწესებულების მსჯავრდებულებს ზაქრო ცაცაშვილს, სიმონ მამათელაშვილს და ზვიად მეოტიშვილს.

2. მოვითხოვ, ჩამიტარდეს ეფექტური და ადეკვატური მკურნალობა ხერხემლისა და ღვიძლის დაავადებებთან დაკავშირებით.

3. მოვითხოვ, ჩატარდეს სასამართლო პროცესი – 2007 წელს სახელმწიფო უშიშროების მიერ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით ,,ჯაშუშობისა და გადატრიალების მცდელობის” გამო, რომელიც სპეციალურად, ჩემს მიმართ შეთხზეს.

ვიმედოვნებ, უყურადღებოდ არ დარჩება ჩემი მცდელობა, დავეხმარო უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მსჯავრდებულებს და ამით დავრჩე საკუთარი ხალხის სამსახურში. თუნდაც ერთი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სამართლიანობის დიდი გამარჯვება იქნება.”

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავისი უკანონო დაპატიმრების გასაპროტესტებლად ცოტნე გამსახურდიამ პირველად 2009 წლის 28 ოქტომბრიდან 2009 წლის 4 დეკემბრამდე 38 დღე იშიმშილა, მათ შორის, 2009 წლის 10-დან 21 ნოემბრამდე 22 დღე მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას – მშრალ შიმშილობას. შიმშილობის საპროტესტო აქცია მან 2009 წლის 25 დეკემბერს განაახლა და იშიმშილა კიდევ 63 დღე, 2010 წლის 27 თებერვლის ჩათვლით.

2010 წლის 3 მაისიდან ცოტნე გამსახურდიამ საქართველოს საპყრობილეებში პატიმართა რეგულარული წამების ფაქტი მესამე შიმშილობის უვადო საპროტესტო აქციით გააპროტესტა და იშიმშილა 2010 წლის 8 ივლისამდე, სულ 68 დღე, მათ შორის 24 მაისიდან 14 ივნისამდე 22 დღე მშრალად.

2011 წლის 30 მაისიდან 23 ივნისამდე პატიმართა უფლებების მასიური რღვევა ცოტნემ შიმშილობის მეოთხე უვადო აქციით გააპროტესტა და კიდევ 25 დღის განმავლობაში იშიმშილა.

პოლიტპატიმარმა ცოტნე გამსახურდიამ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იშიმშილა 194 (!) დღე, მათ შორის 44 (!) დღე მშრალად, რის შედეგადაც დაუზიანდა ძვლები, დიდი ხანია აწუხებს გამუდმებული თავის და ძვლების ტკივილი.

SOS! მეხუთე შიმშილობის აქცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო მის ჯანმრთელობას, არამედ მის სიცოცხლეს!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება