fbpx



2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ ზოგიერთი ისე გადაბარგდა ,,ქართულ ოცნებაში,,, რომ ფეხსაცმელები დარჩა წინა კაბინეტებში-გრიგოლ ვაშაძე

მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ გადაბარგდნენ ე.წ ქართულ ოცნებაში ისე, რომ ზოგს ფეხსაცმელები დარჩა წინა კაბინეტებში,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, “რესპუბლიკურ პარტიასა” და კახა ოქრიაშვილთან ბლოკის შექმნა ხომ არ უქმნის უხერხულობას?!

მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებებისა, ყველას ერთი მიზანი აქვს.

“ასე რომ “ქართულ ოცნებაში” ბევრი გვყავს ასეთი ნანახი და არ ჩამოვთვლი, ეს ადამიანები რა თანამდებობებს იკავებენ ამ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც ახლა შეუერთდნენ გაერთიანებულ ოპოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უზარმაზარი განსხვავება გვაქვს წარსულში, უზარმაზარი განსხვავებები გვაქვს იდეოლოგიაში დღეს, მაგრამ ამოცანა ყველას ერთი აქვს – საქართველოში დამთავრდეს ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია