fbpx



15 ივლისიდან, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. შესვლა უფასო იქნება

ხვალიდან, 15 ივლისიდან, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი იხსნება. მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.

„დენდროლოგიური პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციითა და ორიგინალური განაშენიანებით სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში.

60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი, ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს.

რეგიონში ცნობილი ბათუმისა და თბილისის ბოტანიკური ბაღების შემდეგ, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს კიდევ ერთ სავიზიტო ბარათი იქნება“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია