fbpx

მამუკა მდინარაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევაზე – მოწმენდილ ცაზე მეხი იყო „ნაცმოძრაობისთვის“, ევრორეკომენდაციის ეს პუნქტი დღეს სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ

დაგეთანხმებით კითხვაში გახმოვანებულ პათოსზე – მოწმენდილ ცაზე მეხი იყო, ოღონდ „ნაცმოძრაობისთვის“, ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი, დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, პარადოქსია, ასე მანევრებით რომ გვიწევს ევრორეკომენდაციის ერთერთი პუნქტის შესრულება.

„ანუ, ჩვენ მთელი მობილიზაცია უნდა გამოვაცხადოთ და მანევრები უნდა ვატაროთ იმისთვის, რომ ბოლოს მივიდეთ იქამდე, რომ შესრულდეს ევროკომისიის რეკომენდაციის კონკრეტული პუნქტი, რაშიც პირდაპირ, დეკლარირებულად ხელს გვიშლის „ნაცმოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია. არც ერთს, პოლიტიკურ ჯგუფებს, პარტიას არ განუცხადებია, რომ მხარს დაუჭერს ევრორეკომენდაციის რომელიმე პუნქტის შესრულებას, ამიტომ ჩვენ მათგან დამოუკიდებლად მოვახერხეთ. როგორი საბოტაჟი და ბულინგი იყო წინა შემთხვევაში საკუთარი თანაგუნდელების მიმართ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რამოდენიმე ადამიანმა მაშინ მხარი დაუჭირა, ევრორეკომენდაციის შესრულებას და კონკრეტულ ადამიანებს მისცეს ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად. ეს იყო ევრორეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი და დღეს ჩვენ ეს პუნქტი სრულად შევასრულეთ და ეს ევროდავალება ჩავხურეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება