fbpx

კენჭის დაშლის ყველაზე ეფექტური და უახლესი აპარატი MODULITH SLX-F2 პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში

უახლესი   მოდელის  ლითოტრიპტერი   MMT-ჰოსპიტალში!

შარდ-კენჭოვანი  დაავადების  მკურნალობის  ყველაზე  ეფექტური,  უმტკივნეულო და სრულყოფილი მეთოდი

გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში!

კენჭის  დაშლა  ავტომატური  დამიზნებით  შარდ-კენჭოვანი დაავადების  მკურნალობის  თანამედროვე ეფექტური მეთოდია.

MMT-ჰოსპიტალში  კენჭების დაშლა წარმოებს უახლესი მოდელის ყველაზე  სრულყოფილი  ლითოტრიპტერით   MODULITH  SLX-F2 (კენჭის დამშლელი აპარატი).

MODULITH  SLX-F2 არის მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი და ძვირადღირებული მოწყობილობა, დაპატენტებული გერმანული კომპანია შტორცის მიერ (STORZ  MEDICAL), რომელიც ლიდერია ენდოსკოპიურ ქირურგიაში.

  სწორედ  ამ  ცნობილი  ბრენდის (STORZ  MEDICAL)  უახლესი მოდელის  ლითოტრიპტერით   საქართველოშიცაა   შესაძლებელი  კენჭების  დაშლა!

ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში – გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  ეს მოწინავე ტექნოლოგიაცაა  დანერგილი!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

მაინც  რითია  ეს  მოწყობილობა  განსაკუთრებული და  რატომ არის მაღალეფექტური ამ აპარატით კენჭების დაშლა?

  • MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერს გააჩნია  დარტყმითი ტალღების გენერირების ცილინდრული წყარო, ე.წ გენერატორი, რომელიც  წარმოადგენს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიას ლითოტრიპსიაში. STORZ  MEDICAL-ი არის მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი კომპანია, რომელსაც შემუშავებული და დაპატენტებული აქვს დარტყმითი ტალღების გენერირების საკუთარი  ცილინდრული წყარო, ექსკლუზიურად თავის სისტემებში გამოყენებისათვის. მისი მოწინავე  გენერატორის  ფასეულობა  დიდ დიამეტრშია (30 სმ-ის ტოლია). ეს  ნიშნავს  იმას, რომ აღნიშნული  გენერატორი უფრო დიდ ფართზე ებჯინება სხეულს, უფრო  დიდი დიამეტრის ტალღებს გენერირებს და უფრო ფართო ზედაპირიდან უშვებს მათ სხეულში.    რაც უფრო   დიდი  დიამეტრის ტალღები შედის სხეულში, რაც უფრო დიდ ფართზე ნაწილდება  მათი დარტყმითი ენერგია ქსოვილებში, მით უფრო უმტკივნეულო და ნაკლებტრავმულია ლითოტრიპსიის პროცედურა. ამგვარად, MODULITH SLX-F2 ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიაა კენჭების  დამშლელ  აპარატებს  შორის!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერის დარტყმითი ტალღები სხეულში ღრმად  შეღწევის  უნარითაც  გამოირჩევა. თუ სხვა მოდელის აპარატებს  13 სმ-ზე ღრმად არ შეუძლიათ ტალღების „გაშვება“, STORZ  MEDICAL-ის ცილინდრული წყაროს ტალღები 18 სმ-ის სიღრმეზე ვრცელდება. ეს კი მეტად  მნიშვნელოვანია   დიდი  კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მქონე  პაციენტებისათვის. ამგვარად,  ამ მოწინავე ტექნოლოგიით ჭარბწონიან, მსუქან პაციენტებთანაც კი შესაძლებელია დარტყმითი ტალღების ზუსტი ფოკუსირება  ღრმად მდებარე კენჭებზე, ამ უკანასკნელთა ეფექტურად დაშლა-დანაწევრებისათვის. 18 სმ-ი სიღრმის ფოკუსს ექსპერტები ახალ მსოფლიო  რეკორდად  განიხილავენ  ლითოტრიპსიაში!
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, სხვა აპარატებისაგან  განსხვავებით,  გააჩნია ნანოტექნოლოგიებით  შექმნილი უნიკალური მემბრანა. მემბრანის ერთ მხარეს წვება პაციენტი, მეორე მხარეს კი  გენერატორი ებჯინება. გენერატორის ეფექტურობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, საზოგადოდ, ტალღების უდანაკარგოდ გავრცელებაა. ყველაზე დიდი დანაკარგი გენერატორიდან სხეულზე გადასვლის ადგილზე მოდის.  ამ დანაკარგის ასარიდებლად, ტრადიციული აპარატებით კენჭის დაშლის პროცედურამდე, ჩვეულებრივ, პაციენტის სხეულსა და გენერატორის ზედაპირზე  სპეციალურ გელს უსვამენ.  საყურადღებოა, რომ გელი ყოველთვის სრულად  ვერ ავსებს ადამიანის სხეულსა და გენერატორს  შორის არსებულ სივრცეს. მეტიც, დატანილ გელში განვითარებული ჰაერის ბუშტუკები   სიჩქარეს უკარგავს დარტყმით ტალღებს. ამ უკანასკნელთა შეღწევა სხეულში და საბოლოოდ  ფოკუსირება  დასაშლელ კენჭებზე რამდენადმე სუსტდება. მაშინ როცა,    STORZ  MEDICAL-ის  ლითოტროპტერი  ამ  ფაქტორითაც მეტად დახვეწილი  და  მაღალეფექტურია.  სხვა აპარატებისაგან განსხვავებით მას აქვს ნანოტექნოლოგიებით შექმნილი  უნივერსალური   მემბრანა, რომელიც  ცილინდრული წყაროს მიერ გენერირებული ტალღების  სხეულში უდანაკარგოდ  შეღწევას  უზრუნველყოფს.  MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტორის მემბრანას მცირეოდენი წყლის დამატება სჭირდება  მხოლოდ. შეგახსენებთ, რომ  მსოფლიოში პირველი ლითოტრიპტერი, რომელიც 80-იან  წლებში შეიქმნა, წყლის აბაზანას მოიცავდა  ანუ  პაციენტებს კენჭების დასაშლელად წყალში აწვენდნენ. ეს სისტემა საკმაოდ  მოუხერხებელი იყო და მოგვიანებით  შეიცვალა კიდეც. ექსპერტთა შეფასებით, MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერი  ნანოტექნოლოგიის გზითა და უნივერსალური  მემბრანით  ერთგვარად  ძველ  მეთოდს აბრუნებს, მხოლოდ  ბევრად  კომფორტულ  და  სრულყოფილ  რეჟიმში.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს, როგორც  ყველაზე დახვეწილ ტექნოლოგიას,  ვიზუალიზაციისა და დამიზნების უნივერსალური  სისტემები გააჩნია. ვიზუალიზაციის ფაქტორში STORZ  MEDICAL-ის აპარატს უდიდესი  გარღვევა და  პროგრესი აქვს, გააჩნია როგორც რენტგენული, ასევე  ექოსკოპიური  ნაწილი. სხვა აპარატებისგან განსხვავებით,  MODULITH  SLX-F2    ლითოტრიპტერში წარმოდგენილია რენტგენის ახალი ტიპი,  Flat Panel ტექნოლოგია, რომელიც რენტგენის შუალედურ სხივს პირდაპირ გამოსახულებად გარდაქმნის. შესაბამისად, ამ   ტექნოლოგიით რენტგენოუხილავი კენჭებიც  კი  ხილული  ხდება.  უმაღლესი  ხარისხის  ვიზუალიზაციას  ემატება  ავტომატურად დამიზნების უნივერსალური რეჟიმი, რომელიც არ არის დამოკიდებული შემსრულებელზე  (სპეციალისტზე). ეს  ნიშნავს იმას, რომ  დარტყმითი ტალღები ავტომატურად  ფოკუსირდება   ნებისმიერი  ლოკალიზაციის  კენჭებზე  და  შლის  იმ  კონგრემენტებსაც, რომელთა დანაწევრება  სხვა აპარატებით  შეუძლებელია.
  • MODULITH  SLX-F2  ლითოტრიპტერს გააჩნია ვიზუალიზაციის  უაღრესად დახვეწილი ექოსკოპიური  ნაწილი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოუხილავი კენჭების გამოვლენა-დაშლაში. STORZ  MEDICAL-ის  ამ  უახლესი ტექნოლოგიით წარმატებით მკურნალობენ ბავშვებს, ორსულებსა და იმ პირებს, რომელთა  რენტგენოლოგიური  დასხივებაც  არასასურველია. აპარატის  ექოსკოპიური  სისტემა  შეუცვლელი და  მნიშვნელოვანია   ინტრაპროცედურული  მონიტორინგისთვის, კენჭების დაშლის    პროცესისა და სხვა მანიპულაციების   სრულად  გაკონტროლების  საშუალებას  იძლევა. MODULITH  SLX-F2  აპარატისაგან  განსხვავებით  ეს შესაძლებლობა სხვა ლითოტრიპტორებს არ გააჩნიათ!

დასასრულ კი, MODULITH  SLX-F2 ლითოტრიპტერი მხოლოდ კენჭების დასაშლელად მოწოდებული  განსაკუთრებული  აპარატი  როდია!

ეს არის შარდკენჭოვანი დაავადების მულტიმოდალური თერაპიისათვის განკუთვნილი უნივერსალური სამუშაო სადგური, ერთგვარი  ენდოსკოპიური  საოპერაციო,  აღჭურვილი  ფართო  სპექტრის ენდოუროლოგიური და დიაგნოსტიკური  შესაძლებლობებით,  ერთ სივრცეში სრულყოფილად  ინტეგრირებული   სამანიპულაციო  სისტემებით, ორი დიდი მონიტორით, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოსახულებებისთვის, კომპაქტური და კომფორტული სამანიპულაციო, სადაც შეიძლება, საჭიროების შემთხვევაში, წარმატებით  განხორციელდეს:

  • ტრანსურეთრული რეზექცია;
  • რენტგენოდიაგნოსტიკა (პიელოურეთეროგრაფია, ცისტოგრაფია);
  • ურეთერორენოსკოპია, კენჭების ლაზერული დაშლით;
  • პერკუტანული ნეფროლითოტომია;
  • ცისტოსკოპია;
  • სტენტირება.

MMT HOSPITAL -ში, პროფესორ გურამ ქარაზანაშვილის უროლოგიურ ჰაბში  შარდკენჭოვან  დაავადებას  მსოფლიოში ყველაზე დახვეწილი, უახლესი მოდელის ლითოტრიპტერით მკურნალობენ!

ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში  ეს მოწინავე ტექნოლოგიაც დანერგილია!

ყველაზე თანამედროვე და მოწინავე ტექნოლოგიები, პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად MMT-ჰოსპიტალში – ქვეყნისა და რეგიონის წამყვან კლინიკაში!

ვიზიტზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით: +995 32 2234023 ან +9950555393267

გაუზიარე!

Shares