იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იტალიიდან მედიის
წარმომადგენლებსა და ბლოგერებს უმასპინძლა. 10 კაციანი ჯგუფისთვის
საინფორმაციო ტური იტალიაში, მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს
ჩართულობით შედგა. 
იტალიელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, წინანდალს, ალავერდს,
ნაფარეულს, ბოლნისს, მცხეთასა და უფლისციხეს ესტუმრნენ. მედია ტურის
მონაწილეები გაეცნენ საქართველოს კულტურულ ძეგლებს, ტურისტულად
საინტერესო ადგილებსა და სასტუმროებს. მედიისა წარმომადგენლები ქართული
სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა და ბუნების შესახებ დოკუმენტურ ფილმს
ამზადებენ. სოციალური ქსელებით კი გამოქვეყნდება სტატიები და ბლოგები,
სადაც იტალიელი მოგზაურები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს
გაეცნობიან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება