fbpx

ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

ჯუანშერ ბურჭულაძემ რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში ახლადდანიშნულ
რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რაზვან როტუნდუს უმასპინძლა და
თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის
სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. ჯუანშერ
ბურჭულაძემ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის,
ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე
ურყევი მხარდაჭერისთვის. ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების განხილვისას ყურადღება
გამახვილდა ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობასა და სამხედრო განათლების
მიმართულებაზე.
შეხვედრას რუმინეთის თავდაცვის სამხედრო, საჰაერო და საზღვაო ძალების ატაშე,
პოლკოვნიკი მირცეა ჯუგურეანუ დაესწრო.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება