fbpx

ჯერ ნუ ვიჩქარებთ-გამყრელიძე შეზღუდვების მოხსნაზე საუბრობს

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია,” – ასე უპასუხა ამირან გამყელიძემ “პირველი არხის” ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 16 იანვრის შემდეგ მოლების გახსნასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას ეხებოდა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ განმარტა, ის პროგრესი, რაც შემზღუდველი ღონისძიებების შედეგია და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხზე ამის საფუძველზე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

„ჯერ ნუ ვიჩქარებთ, ამ კვირაში იქნება საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე სხდომა, სადაც ყველა ეს საკითხი დეტალურად განიხილება, გაანალიზდება ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, ასევე ის პროგრესი, რასაც მივაღწიეთ შემზღუდველი ღონისძიებებით ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დეკემბრის 24-მდე, შემდეგ გავაანალიზებთ, რა შედეგები მოგვცა 24-ის შემდეგ შემსუბუქების პოლიტიკამ და ამის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილბებები“, – განაცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია