fbpx

ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან ახალი მარშრუტი – N321 ამოქმედდება

დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება.
აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსაგურ „სარაჯიშვილის“
მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:
დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის
მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის
ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა)
– ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა –
მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.
უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს:
მეტროსადგური „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის
გამზირი – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი –
მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი
დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი
დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე
ტერიტორია).
ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც
აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური
ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედი L”-ის მიმართულებითაც.
ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი
ოთხი ავტობუსი მოემსახურება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება