fbpx

ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს აქციაც იყოს დიდი-ნუგზარ წიკლაური

ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს აქციაც იყოს დიდი სახალხო ლეგიტიმაცია  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების. მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის დიდი სახალხო, საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი და საქართველოში აღარავის არ სურს სტაგნაცია, ამიტომ, ამ მოძრაობის შეფერხება უბრალოდ შეუძლებელია.

,,თუ ,,ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა ქვებით, ჯოხებით, ფიზიკური თავდასხმებით შეაჩეროს ხალხის მოძრაობა, ეს არის განწირული მცდელობები. ხალხზე არასდროს არავის არ გაუმარჯვია და ვერც ისინი მოახერხებენ ამის გაკეთებას. ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს აქციაც იყოს დიდი სახალხო ლეგიტიმაცია  მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების. მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. არ შეიძლება პოლიტიკური ანგარიშსწორება პრეზიდენტების წინააღმდეგ და სამართლებრივი ბერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნით, მაშინ როდესაც ამ დევნას არავინ მიიჩნევს სამართლებრივად მთელს მსოფლიოში”, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია