fbpx

ხან კონსტანტინეს მარჯვენას ვჭრიდით,ხან წიწამურთან ილიას ვკლავდით-თამარ გვენეტაძე

ახალგაზრდა იურისტი თამარ გვენეტაძე საკუთარი ლექსით გამოეხმაურა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას-

როცა ძაღლი ჰყეფს და ქარავანი,
ასჯერ ჩერდება უფსკრულის პირას,
როგორ გგონიათ, ამ დროს “პარადი”
ქარავანია? თუ ძაღლებს მიჰყავთ?


ნუ გავიწყდებათ, ჩვენს ქვეყანაში,
თანაბრად ცხოვრობს ფლიდიც და გმირიც,
მოღალატეა, ხანდახან ქმარიც,
მოღალატეა, ხანდახან შვილიც.


რომ გადახედოთ, თუნდაც ჩვენს წარსულს,
რამაც დაატყო ქვეყანას კვალი,
ხან კონსტანტინეს მარჯვენას ვჭრიდით,
ხან წიწამურთან ილიას ვკლავდით.


ხან ერთმორწმუნეს ვურევდით მტერში,
პატარა კახი ჯვარს ვაცვით ასჯერ,
სამასი გმირის დავხარით ძვლები,
და ცხრა ძმა ვხოცეთ ასიათასჯერ.


თუ ერთი ხელი აგურებს აწყობს,
სხვა ათი ანგრევს, ნუ გავიწყდებათ,
რატომ გგონია, რომ ყველა ქართველს
შენი სამშობლო შენებრ ტკივდება?


თუ დაგავიწყდა? გაყიდულ ომში
დაჟანგებული ზარბაზანები,
ისევ ის მტერი ცხოვრობს ჩვენ გვერდით,
შლეგი ცხოვრების თანამგზავრები.
მერანს ყორანი აშინებს ხშირად,


ვეღარ აქროლებ თუ დაფრთხა წამით,
შენ მერანი ხარ, ჩემო ქვეყანავ,
ყველა ჩხავილზე მხოლოდ წინ გასწი.
წიწამურთან რომ მოკლეს ილია,
განა დამთავრდა ეპოქა დიდი?


თუ დაბრკოლება ასე გვაშინებს,
მხოლოდ მიწაა, ხომ გახსოვთ, მშვიდი.
ქვეყნის ნგრევაშიც და შენებაშიც,
ყველას თანაბრად მიგვიძღვის წვლილი,
მაგრამ მერანმა უნდა იფრინოს
და ქარავანიც მუდამ წინ ივლის.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება