fbpx

წუხანდელ გვარამიაში ვნახე ის პროკურორი, რომელმაც 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა -შალვა ნათელაშვილი

თქვენთან ერთად მეც შემზარა წუხელ მთავარ არხზე გათამაშებულმა სცენამ-რაც შეიძლებოდა დამაჯერებელი გაეხადათ სამარცხვინო იპსოსის ე. წ რეიტინგული კვლევები ლეიბორისტულ პარტიასთან მიმართებაში და ვფიქრობ მიიღეს საპირისპირო შედეგი. მიშა ქუმსიშვილმა თავისი სიმშვიდითა და მაღალი ინტელექტით ასევე სრულად მოიგო ორთაბრძოლა- კალაძე ორი. მთლიანობაში კი 25 წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჟვანიასთან,მერე ივანიშვილთან და ახლა ნიკა გვარამიასთან ტანდემში ასე იწყებს ჩვენთვის არჩევნების გაყალბებას- ჯერ სამარცხვინო რეიტინგები,მერე არჩევნების დღეს იგივე ეგზიტ–პოლები და ბოლოს გაყალბებული საარჩევნო ოქმები.ანუ ძაღლის კუდი არ განემართების კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნიკა გვარამიასთან ყოველთვის ვცდილობ მხოლოდ კარგი გავიხსენო და ასეთი კადრები გონებაში ნამდვილადაა,ვადასტურებ იმასაც,რომ იგი უდავოდ უაღრესად ნიჭიერი მედია მენეჯერია,მაგრამ შემზარა იმან რომ წუხანდელ ნიკაში ვნახე ისევ ის პროკურორი მე რომ 25 წლიანი პატიმრობა გამომიცხადა და თანაც “ბავშვიყლაპია” ,რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდობა არ უყვარს.მეტი რა ვთქვა. P.S რაც მთავარია მე მუდმივად მაწუხებს კითხვა-რა განსხვავებაა ჩემთვის და რაც მთავარია ქვეყნისთვის ივანიშვილი გაგვიყალბებს არჩევნებს,სააკაშვილი თუ ორივე გუნდი ერთად?” ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლეიბორისტული პარტიის ლიდერი – შალვა ნათელაშვილი წერსშეგახსენებთ , მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია და ლეიბორისტული პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი გადაცემა მთავარ აქცენტებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენქუმსიშვილის გაღიზიანება მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებულმა IPSOS GLOBAL-ის კვლევამ გამოიწვია, სადაც ლეიბორისტული პარტიის შედეგი 0.3%-ს შეადგენდა და აღნიშნული მონაცემები მთავარმა არხმა არ გამოაქვეყნა..

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია