ფერისცვალების დღესასწაული იზეიმეს წალენჯიხაში, მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედტო ტაძარში, რომელიც წელს დაარსებიდან 1000 წელს აღნიშნავს.
სადღესასწაულო წირვა ისტორიულ ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შარაშენიძემ აღავლინა.
წალენჯიხაში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო.
,,მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ფერისცვალების დღესასწაული, წალენჯიხის ამ ისტორიული ტაძრიდან. წელს წალენჯიხის ფერისცვალების ტაძრი საიუბილეო თარიღს ავღნიშნავთ, 10 საუკუნეზე მეტი გავიდა მისი აშენებიდან. დღევანდელ დღეს სწორედ აქედან ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს” – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.