fbpx



წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს.

როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას ახლობლებისგან აქვს და ამ საკითხზე ჯერ რაიმე ოფიციალური ცნობა არ მიუღია.

“მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, არ ვარ ადგილზე და დეტალები არ ვიცი, არც რაიმე ოფიციალური ცნობა მიმიღია. თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი”, – აცხადებს ბესიკ ფარცვანია.

არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს კონტრაბანდული სიგარეტის გასაღებას ედავებიან. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ამავე საკრებულოს სხვა წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, რასაც მერი არ ადასტურებს.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია