fbpx

ცრუ დილემების შემოტანა, თითქოს ევროინტეგრაციის თუ ნატო-ში გაწევრიანების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიებს დავთმობთ, მცდელობაა, რომ საზოგადოება შეაგუონ ასეთ მსჯელობას

ნებისმიერი ასეთი ცრუ დილემების შემოტანა, თითქოს ევროინტეგრაციის და კანდიდატის სტატუსის, ან წევრობის მიღების, თუ ნატო-ში გაწევრიანების შანსი გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ტერიტორიებს დავთმობთ, არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეაგუონ ასეთ მსჯელობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია და იყო კიდეც საზოგადოების რეაქცია ამასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოება ამას არასდროს არ დაუშვებს, რომ ამაზე დისკუსიაც კი იყოს რამენაირად გახსნილი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი თვითმიზანი და ამოცანა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს მე-20 საუკუნის ბოლომდე. ჩვენ ვალდებული ვართ, სწორედ ეს ტერიტორია და ეს საზღვრები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება