2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისმოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზესავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონისსაწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება დაინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციისთანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდდამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნულიტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთაუკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულმხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რასაჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცაადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებითინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა სახეზე არ არის საარჩევნოადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაურიკავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავებისსამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენსობიექტურ კითხვებს.ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნოადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართდასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმესაჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნოადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირებისმცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავებისსხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამითდაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელსშეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებსსაარჩევნო გარემოს.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახისწევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონითარ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლისსაქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარსაქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად დაკეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონსწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით. ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად
გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად. საარჩევნო ადმინისტრაცია კი, ტრადიციულად იქნება
თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის
შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით
გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ
მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში
ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის
შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის
საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა.