fbpx



„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებს ძალიან მალე გავაბედნიერებთ-კახა კალაძე

მჯერა, რომ „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებს ძალიან მალე გავაბედნიერებთ, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა განაცხადა.

„საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს უკვე დაგროვილი და ამ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ გაფორმდა, დაახლოებით 400-მდე ოჯახი, რომელიც ბინებს ელოდებოდნენ, იქნება დაკმაყოფილებული.

ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ მიდგომას და დამოკიდებულებას სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ, როგორებიც არიან მაგალითად, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ (დაზარალებულები). დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქაც მივიღებთ დადებით შედეგს და 6 500-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, მერიამ და m2-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის შედეგადაც საცხოვრებელ ბინებს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი მიიღებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია