fbpx

ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა-თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე – არ ვფიქრობ, რომ ჩინურ ვაქცინას შესაძლოა, ცოტა ნაკლები მსურველი ეყოლოს, ვიდრე „ფაიზერს“.

ჩინური ვაქცინა უფრო უსაფრთხოა. ასეთი ინფორმაცია არსებობს. ის საკმარისად ეფექტურია, იცავს მძიმე და სასიკვდილო ფორმებიდან და საბოლოო ჯამში, როცა წლები გავა და ვაქცინები შეფასდება, ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ დალაგდება მათი რეიტინგი, რომელი ვაქცინა იქნება უფრო ეფექტური.

გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ძალიან გამაღიზიანებელია, როცა „ფეისბუქზე“ ადამიანები, რომლებსაც ხელი არ გაუნძრევიათ იმისთვის, რომ გამკლავებოდნენ ამ პანდემიას; ხელი არ შეუშველებიათ ჯანდაცვისთვის ან ქვეყნის საზოგადოებისთვის, რომ ეს ვაქცინები მიგვეღო, გამოდიან და უაპელაციოდ აცხადებენ, მე ავიცრი მხოლოდ „ფაიზერით“, სხვა ვაქცინა არ მინდაო” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება