fbpx

ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული “შავი პარასკევის“ ეფექტი, ამის შედეგებს მოვიმკით- ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ევეყანას ე.ს. შავი პარასკევის დღეს დიდი მობილობის გამო მიღებული ეფექტი ჯერ არ დამდგარა, ამის შედეგებს ქვეყანა მოიმკის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მინისტრს ტქმით, ამ ტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 24 დეკემბრის შემდეგ.

“ჩვენ ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით თუ რეალურად რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან ჯერჯერობით ვსაჭიროებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგებმა გაანალიზონ ის მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს ჯერ კიდევ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცბობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  განაცხადა რომ თუ 24 დეკემბრის შემდეგ შეზღუდვების მოხსნის გამო იქნება ისეთივე მობილობა, როგორც ე.წ. შავი პარასკევს იყო, საახალწლოდ იქნება ვირუსის გავრცელების პიკი.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია