fbpx

ჩვენ სამ ადგილზე ვეცდებით გზის გადაკეტვას-ვარლამ გოლეთიანი

რიონის ხეობის მცველები“ გზებზე კონტროლის გაძლიერებას გეგმავენ. როგორც საპროტესტო მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, სოფელ გუმათთან, კომპანია „ენკას“ საწყობთან მეტი აქტივისტი შეიკრიბება, ვიდრე აქამდე იყო.

„იმ ადგილზე, იმ დროისთვის არ იყვნენ დიდი რაოდენობით ჩვენი აქტივისტები, ამიტომ სპეცდანიშნულების რაზმმა გზიდან გადაწიეს ჩვენი თანამებრძოლები და რამდენიმე ავტომანქანა გაატარეს. მოქმედების გეგმას შევცვლით და რკინის ბარიკადთან დღის განმავლობაში არ ვიქნებით, ნაწილი ჩავალთ „ენკას“ ბაზასთან, ხოლო ნაწილი კიდევ ერთ შემოვლით გზაზე დადგება.

ჩვენ სამ ადგილზე ვეცდებით გზის გადაკეტვას, უნდა გავნაწილდეთ და გადავკეტოთ. არ მივცემთ კომპანიას საშუალებას, გაანადგუროს ხეობის ლანდშაფტი. საღამოს რკინის ჯებირებზე შევქმნით ისევ ხმაურს და გავაგრძელებთ პროტესტს ამ ფორმით“, – აცხადებს გოლეთიანი, რომელის კომენტარს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პროტესტის 215-ე დღეს, „რიონის ხეობის  მცველების“ გეგმა ისევ „ენკას“ ტექნიკის გადაადგილების შეზღუდვა და ხეობაში „ნამახვანჰესის“ მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება