fbpx



ჩვენ რომ ოპოზიცია გვყავდეს, ელემენტარული სოლიდარობის გრძნობა მაინც ექნებოდათ…

გიორგი ცუცქირიძე-ანალიტიკოსი:

ჩვენ რომ ოპოზიცია გვყავდეს, ელემენტარული სოლიდარობის გრძნობა მაინც ექნებოდა საკუთარი მოქალაქეების და ელექტორატის წინაშე, ახლა როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა 3 თვის მანძილზე თავისი ხელფასების მესამედის კოვირ 19 -ს წინააღმდეგ გახსნილ Stop Cov ფონდში გადარიცხვაზე და თავის მომხრეებს და პარტიის წევრებსაც მოუწოდა ამ სამოქალაქო ნაბიჯისაკენ, რითი ხვდება ამას ოპოზიცია? და არც არაფრით, რადგან მთელი წელი განსაკუთრებით კი გასული წლის ბოლოდან მოყოლებული ცარიელი პერფორმანსებით აპირებდა საარჩევნო მუხტის აწევას.

ოპოფლანგი იმენად არის რეალობის შეგრძნებას მოწყვეტილი, რომ ეს პერფორმანსსტრატეგია ახლაც გაარძელეს, უფრო მეტიც მათი იდეური ფლანგი სულაც იმ ადამიანების დაბულინგებაზე გადავიდნენ, ვინც ამ უხილავ მტერთან სამოქალაქო გმირობის მაგალითი აჩვენა!

და რა გასაკვირია, რომ სოლიდარობის ნიშნად, სხვა აქტივობაზე აღარ მაქვს პრეტენზია, ერთი თუნდაც პერფომანსირებული აქციაც ვერ დადგეს, თუნდაც სიმბოლური თანხით მაინც რომ დახმარებოდნენ შეჭირვებული თანამოქალაქეებს!

ამის მერე, რომელ ადამიანის უფლებებზე ან სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე ან სამოქალაქო პატრიოტიზმზე უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს! მათთვის უცხოა, ამ ქვეყნის შეგრძნება და სიყვარული. პოლიტიკური მარგინალიზაცია სხვა კი არაფერი არ არის!

ქართული იდეა ყოველთვის ხორუმის სულისკვეთებაზე და სოლიდარობაზე იდგა!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია