fbpx

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას-აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება .

„შეშფოთებულნი ვართ ნიკა მელიას დაკავებით და საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება, რაც სიტუაციის ესკალაციას ან ძალადობას გამოიწვევს. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად იმოქმედოს, გააძლიეროს დემოკრატიის პრინციპისა და კანონის უზენაესობისადმი თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს, რომ სასამართლოსა და პროკურატურის სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებულობისგან. აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ კანონის უზენაესობასა და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია