fbpx



ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ბრალის დამძიმებას ველოდებით ამ გამოძიების ვადებში – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რის მიხედვითაც, 11 ბრალდებული ისევ პატიმრობაში დარჩა.

როგორც ნიკოლაძე აცხადებს, ოჯახის პოზიცია “ტოიოტაში” მჯდომ პირებთან დაკავშირებით უცვლელია და ისინი ავტომობილში მყოფი 6-ვე პირისთვის ბრალის წარდგენას სსკ-ის 109-ე მუხლით [განზრახ მკვლელობის მცდელობა] ითხოვენ.

“ჩვენი მოლოდინი გამართლდა და მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ობიექტური. ბრალის დამძიმებას ველოდებით ამ გამოძიების ვადებში. მოგეხსენებათ, რომ ვადა 1 თვით არის გაგრძელებული. დარწმუნებულები ვართ, რომ ამის საფუძველი ახლავე არსებობს. თუ კიდევ რამე შემოგვემატება და ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გამყარდება, ამაზე კარგი არაფერია და ველოდებით, რომ ასეც მოხდება. ჩვენ პრეტენზია გვაქვს 6-ვე პირთან მიმართებაში, რომ მოხდეს 109-ე მუხლის წაყენება”, – განაცხადა ნიკოლაძემ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია