fbpx

ჩაერთო ბიძინა და შეკვეთილი კობახიძის ნაცვლად მივიღეთ ღარიბაშვილი-გია ხუხაშვილი

ექსოერტი გია ხუხაშვილი “ფეისბუქით” გავრცელებულ პოსტში ამბობს, გახარია გადადგომის გეგმა მარტივი იყო, რადგან მელიას ძალისმიერი დაპატიმრებით მისი, როგორც პრემიერის პასუხისმგებლობას გამოკვეთდა.

“ყველა საქმეში შედეგია მთავარი – აქაც შედეგი არის პოზიტიური და ამიტომ უნდა ჩავუთვალოთ გახარიას აქტივში.

რაც შეეხება მომხდარის სამუშაო ვერსიას, იმის გათვალისწინებით, რომ გუშინ ქართული ოცნების სპიკერები ჯიუტად ცდილობდნენ გახარიასთვის “ჩაედოთ” მელიას დაპატიმრების მოთხოვნა, ასეთია:
გახარიას გადაყენების გეგმა იყო მარტივი – მელიას ძალისმიერი დაპატიმრება გახარიას პრემიერობის პირობებში, ანუ მისი პასუხისმგებლობის გამოკვეთა. მღელვარების განმუხტვა გახარიას იძულებით-ნებაყოფლობითი გადადგომით, ბონუსად გომელაურსაც ზედ მიაყოლებდნენ. მერე “კეთილი” ბიჭები ყველაფერს “დაალაგებდნენ” და იქნებოდნენ შოკოლადში.

ამ გეგმაში ბიძინას როლი არსად არ იკვეთება.

“ნასტუპაეტ დიქტატურამ” გახარიას შესრულებით მოვლენები თავდაყირა დააყენა. ჩაერთო ბიძინა და შეკვეთილი კობახიძის ნაცვლად მივიღეთ ღარიბაშვილი.” – წერს გია ხუხაშვილი.

გაუზიარე!

0Shares
0 0

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია