fbpx

შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა,პატრიარქთან შეხება 4 იანვარს ქონდა

კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ილია მეორესთან ბოლო შეხება 4 იანვარს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ  4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეზე სხვა სტუმრებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც იმყოფებოდა. ის პატრიარქთან საკმაოდ მცირე დისტანციაზე იმყოფებოდა, რაც  საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ კადრებშიც ჩანს.

ორი დღის წინ შორენა თეთრუაშვილს ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, დღეს კი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.

ამჯამად შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაში იმყოფება. თეთრუაშვილს კონტაქტი ჰქონდა მეუფე ანტონთან, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდგინდა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება