fbpx



შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილის სხეულს ძალადობის კვალი არ აღენიშნება – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში გარკვეული მედიკამენტები შეიძინა, რაც გამოძიების მიერ დგინდება არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური.

„ასევე ამოღებულია წერილი, ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე. ასევე, მისი სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერი ტექნიკა. გამოძიება მუშაობას ყველა შესაძლო ვერსიაზე“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია