fbpx

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს

თეა ახვლედიანი: ამოქმედებულია ერთიანი საინფორმაციო პორტალი, მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე,  რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის შესახებ. 

„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე შეზღუდული წვდომის პირობებში, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის სათანადო ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე მათთვის განკუთვნილი უნიკალური პროგრამებისა და სერვისების თაობაზე. სწორედ ამ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება, ცოტა ხნის წინ, ჩვენ მიერ შექმნილი და მათ შორის აფხაზურ და ოსურ ენებზე ამოქმედებული ერთიანი საინფორმაციო პორტალი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის შესახებ. 

მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, მომავალი წლიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

აქტიურად გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ინკლუზიური განხორციელების პროცესი, რაც გულისხმობს სამშვიდობო ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების არსებითი ჩართულობის გაძლიერებას. ყველა სამიზნე ჯგუფთან ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებასა და განვითარებას, მათ შორის ახალი ინიციატივების შეთავაზებისა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის გზით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება