fbpx

“შენც თუ ხმაურით წამოხვალ თანამდებობიდან 50 ათას აშშ დოლარს შემოგთავაზებთო“ – ვის შეხვდა ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვალებამდე

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებს გარდაცვლილის ახლობელმა, ზაალ ზაალიშვილმა ჩვენება უკვე მისცა.

მათივე ინფორმაციით, მან გამომძიებლებს სავარაუდო ზეწოლის ფაქტზე მიაწოდა ინფორმაცია. >

“გუშინ დამირეკა იქნებოდა 6 საათი იყო აღელვებული, მთხოვა პირადად შეხვედრა, უნდოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაეზიარებინა და ეკითხა რჩევა. შევხვდით მე და თედორე ერთმანეთს, მითხრა, რომ მას დაუკავშირდნენ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე და სთხოვეს მას შეხვედრა, მათთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა თედოს და უარი არ უთქვამს. შეხვდნენ და შედგა შემდეგი საუბარი, მათ უთხრეს, რომ ვანო ბურდულთან მიაღწიეს შეთანხმებას და მან დატოვა ცესკო და შენც თუ ხმაურით წამოხვალ თანამდებობიდან 50 ათას აშშ დოლარს შემოგთავაზებთო, რაზეც მათ მიიღეს კატეგორიული უარი და გადავიდნენ მუქარაზე, ენმ მოდის ხელისუფლებაში და რომ დაგაპატიმრებენ მეგობრები კი ვართ მაგრამ ვეღარაფრით გიშველითო,” – აცხადებს ზაალ ზაალიშვილი.

ამასთან, როგორც “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, კომისიის თავმჯდომარე, თედორე გობეჯიშვილი ერთ-ერთია, ვისაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები რეპრესიებით ემუქრებოდნენ

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია